იცით თუ არა,რომ

1. უძველესი ცივილიზაციის – ეტრუსკების დამწერლობა,მეტად უჩვეულო და თავისებური წერის სტილით გამოირჩეოდა.პირველი სტრიქონი მარცხნიდან მარჯვნივ იწერებოდა,მეორე – მარჯვნიდან მარცხნივ და ასე გრძელდებოდა უკანასკნელ სტრიქონამდე.

უილიამ შექსპირი – “სონეტი LXVII”

ჰოი,საწუთროვ,შენს მანკიერ ზნეს და ზეობას,

ნეტავ რად ანდო ჩემმა სატრფომ თვისი არსება?

“დამაკვირდი”

1. “თითოეული ადამიანი მსოფლიოს ცენტრია და მსოფლიოც იმითაა ფასეული,რომ სავსეა ასეთი ცენტრებით”. – ელიას კანეტი

მერაბ კოსტავა წერდა…

“თუკი სიკვდილი მართლაც ჩვენი დაა,რად არ გვახსოვს ჩვენი წინა ცხოვრებები ისევე,როგორც გვახსოვს ჩვენი გუშინდელი,გუშინწინდელი,ან  თუგინდ შარშანდელი დღე? მაგრამ განა კი გვახსოვს ადრეული ბავშვობის დღეები და ან ჩვენი დაბადება?

პირველი ექიმი ისტორიაში…

უძველეს ეგვიპტეში,დიდი ყურადღება ექცეოდა არა მარტო არქიტექტურას,მათემატიკასა და ასტრონომიას,არამედ მედიცინასაც.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მედიკოსები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანაში.

სამეფო დელონიქსი

სამეფო დელონიქსი – წარმოადგენს პარკოსნების ორლებნიან მცენარეთა ოჯახის ულამაზეს ყვავილოვან ხეს,ცეზალპინიასებრთა ქვერიგისა.ბუნებრივ პირობებში,მათი გავრცელების უმთავრესი არეალი გახლავთ ინდოეთის ოკეანეში მდებარე,მსოფლიოს სიდიდით მეოთხე კუნძული – მადაგასკარი.

ომიოდო

ომიოდო (“სწავლება ინისა და იანის შესახებ”) – წარმოადგენდა იაპონურ ოკულტურ სწავლებას,რომელიც,როგორც მკითხაობის სრულყოფილი სისტემა,”ამომავალი მზის” ქვეყანაში გავრცელებულ იქნა VI საუკუნის დასაწყისში – ჩინეთიდან.იგი – დაოსიზმის,სინტოიზმის,ბუდიზმის,ჩინური ფილოსოფიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთგვარი ნაზავი გახლდათ.

ოთარ რამიშვილი ამბობდა…

1. “რაც სიკეთე გამიკეთებია,ალალი იყოს ყველაზე,სიკეთის სიკეთით დაბრუნებას არასოდეს ველოდი.არც მიბრუნდებოდა.ადამიანს ყური რომ მოაჭრა,სარკეში რამდენჯერაც ჩაიხედავს,გაახსენდება; სიკეთეს რომ გაუკეთებ – ავიწყდება! ასეთია ჩვენი ბუნება”.

ელიგზანდერ ფლემინგი – “ეპიზოდი”

დიდი შოტლანდიელი მიკრობიოლოგი,ბაქტერიოლოგი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში - ელიგზანდერ ფლემინგი (1881-1955 წლები),ერთ-ერთმა ამერიკულმა ლაბორატორიამ თავის სამეცნიერო დაწესებულებაში მიიწვია.ლაბორატორიაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა საპატიო სტუმრის დასახვედრად განსაკუთრებული ზომები მიიღო და ლაბორატორია იდეალურ წესრიგში მოიყვანა.

არგიროსკოპი – (ვერცხლის მაყურებელი)

ქრისტიანთა დაუძინებელი მტრისა და რომის ოდიოზური იმპერატორის – გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუსის (245-313 წლები),იგივე – დიოკლეტიანეს ეპოქის ისტორიულ დოკუმენტებში მოხსენიებულია მეტად საინტერესო პროფესია,რომელსაც - “არგიროსკოპად” (ვერცხლის მაყურებელად) მოიხსენიებენ.