Tag Archives: იცით თუ არა

იცით თუ არა, რომ?!

1. გერმანელი ნაცისტების მიერ დაარსებულ „სიკვდილის ფაბრიკად” წოდებულ „ოსვენციმის ავადსახსენებელ საკონცენტრაციო ბანაკში”, რომლის კარიბჭეზე გაკეთებული იყო ლოზუნგი – „შრომა მოგანიჭებთ თავისუფლებას”, ფართოდ იყო გავრცელებული ერთი ავბედითი ანდაზა: „შრომა გაგხდით თავისუფალს სამი კრემატორიუმის გავლით”.

იცით თუ არა, რომ?!

1. „საქართველოს უგვირგვინო მეფედ” წოდებული დიდი ქართველი მამულიშვილისა და ლიტერატორის – ილია ჭავჭავაძის დაკრძალვის ცერემინიას თვალს ადევნებდა კავკასიის მთავარმართებელი – გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი.

იცით თუ არა, რომ?!

1. ვაჟა-ფშაველას მამის – პავლე რაზიკაშვილის მიერ შექმნილ რაზიკაანთ საგვარეულო გერბზე შემდეგი სიტყვები იყო დატანილი: „არ ვარგა კაცი, რომლის არც ვინ გაჩენა გაიგო და არც ვინ სიკვდილი!”

იცით თუ არა, რომ?!

1. იმისათვის, რომ ბრძოლების მიმდინარეობისას მდინარეებზე სწრაფი ფორსირება მოეხდინათ, ისტორიის ადრინდელ ეტაპებზე ასურეთის არმიის შემადგენლობაში შედიოდა სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებშიაც ცურვის შესანიშნავად მცოდნე მებრძოლები ირიცხებოდნენ.

იცით თუ არა, რომ?!

1. ანტიკური ხანის რომაელები ფიცის დადების დროს წყალში ლითონის ნაჭრებს ჰყრიდნენ, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ფიცი არ გატყდებოდა მანამ, სანამ ლითონის ნაჭრები თავისთავად არ ამოტივტივდებოდნენ წყლიდან. ეს კი, თავის მხრივ, ფიზიკის კანონის თანახმად, ყოვლად წარმოუდგენელი რამ გახლავთ.

იცით თუ არა, რომ?!

1. გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა – სოკრატემ, თავის სასამართლო პროცესზე (სადაც მას განაჩენად სიკვდილით დასჯა გამოუტანეს), სახელმწიფოს წინაშე თავისი დამსახურების საფასურად, ჯილდოდ – სახელმწიფოს ხარჯზე კვება მოითხოვა. თავის მხრივ, სახელმწიფოს ხარჯზე კვება უდიდეს პატივად იყო მიჩნეული ელინებში.

იცით თუ არა, რომ?!

1. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, თავისი მარგინალური ქცევებითა და ეპატაჟური გამოსვლებით სახელდაგდებულ დიდ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს – დიოგენე სინოპელს ანდერძად დაუბარებია, გარდაცვალების შემდგომ ისე დამკრძალეთ, რომ პირისახე მიწისკენ მქონდეს მიქცეულიო, ანუ  – პირუკუღმა დამასაფლავეთო.

იცით თუ არა, რომ?!

1. დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების თანახმად, პირველად ათენში მოსამართლეებს ქრთამად ფული ანიტე ანთემიონის ძე-მ მისცა ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის მიწურულს.

იცით თუ არა, რომ?!

1. სახელოვანმა რუსმა ლიტერატორმა – ივანე ტურგენევმა გენიალურ თანამემამულე მწერალს – თედორე დოსტოევსკის – „რუსი მარკიზ დე სადი” უწოდა.

იცით თუ არა, რომ?!

1. ჩვეულებრივ ჰაერში – ნახშირორჟანგის შემადგენლობა დაახლოებით 0,03 პროცენტს შეადგენს, ესე იგი, ყოველ 100 კილოგრამ ჰაერში 30 გრამი ნახშირორჟანგია.