Tag Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობიდან – „ციკო”
„ფული საპონსა ჰგავს… ურემი რომ ჭრიჭინს დაიწყებს, საპონს ამოსცხებენ და გაჩუმდება; ვაი იმას, ვისაც ღერძის გასაჩუმებელი საპონი ვერ უშოვნია”.
ამონარიდები მირონ ხერგიანის წიგნიდან – „დღეს ღამე უთენებია”
„ადიდებულ მდინარესავით ათას საზრუნავს გამორიყავს წუთისოფელი”.
ამონარიდები ჯემალ რატიანის რომანიდან – „მდინარესა და მთებს გაღმა”
„ადამიანო, რა ამოუცნობი რამა ხარ!”
ამონარიდები თომას მანის მოთხრობებიდან…
„გულგახსნილობავ! მიამიტო, მოზეიმე გულგახსნილობავ, შენა ხარ ადამიანის მომშლელი და დამამცირებელი, უნაყოფო საცთურით აღსავსე საწამლავი, აზრისა და სიმშვიდის აღვირახსნილი მტერი; ნეტა რა უნდა იყოს შენზე საზარელი?” – (ბედნიერება)
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის მოთხრობებიდან…
„სიბრალული ისევე ამოატივტივებს ხოლმე უნიჭოებს, როგორც შურიანობა სძირავს დიდ შემოქმედებს”. – (პიერ გრასუ)
ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „სტუმარი”
„უბედურება ის არი, ავკაცობით ცნობილი პიროვნებებიც რომ მოწიწების ღირსნი ხდებიან ზოგჯერ ჩვენში”.
ამონარიდები რობერტ ლუის სტივენსონის რომანიდან – „ბატონი ბალანტრე”
„გინდათ დარტყმა – დაარტყით, იბრძოლეთ, გინდათ მოთმენა – მაშინ მოითმინეთ”.
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „ბორიაყი”
„ – მიწის ქვეშაა ძნელი, გაუსაძლისი, თორემ ცის ქვეშ რა გაგიჭირდება; რაც უნდა გაგიჭირდეს, დამხმარე მაინც გაგიჩნდება, ცის ქვეშ ხელის გაწოდება შეიძლება, მიწის ქვეშ არა, ნწ, არა”.
ამონარიდები გურამ გეგეშიძის მოთხრობიდან – „ეშმაკის მოსახვევი”
„როდესაც კაცი ბედნიერია, ყველა მის ცუდ მხარეებს ამჩნევს, მაგრამ როცა კაცს უბედურება შეემთხვევა, ყველას მისი კარგი თვისებები აგონდება”.
ამონარიდი გურამ გეგეშიძის რომანიდან – „სტუმარი”
„ყველა თავისთავზე ფიქრობს, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წაგლიჯოს ამ ცხოვრებას და არ ედარდება თუ რას უტოვებს შთამომავლობას. აღარ არსებობენ სამაგალითო, თამამი, რჩეული ადამიანები,