“ბაბილონური მსოფლიო რუკა”

“ბაბილონური მსოფლიო რუკა” - წარმოადგენს უძველეს თიხის ფირფიტას,გვიანდელი ბაბილონური პერიოდისა – შუამდინარეთიდან.მასზე გამოსახულია ცნობილი “ბაბილონური მსოფლიო რუკა” და შეიცავს,ისევე როგორც ნამდვილ გეოგრაფიულ ობიექტებს,ასევე მითოლოგიურ ელემენტებსაც.

პოეზიის შესახებ…

ცხოვრებას და ისტორიას რომ ჩავუკვირდეთ,ერთ გარემოებას შევნიშნავთ.საზოგადოება დიდის პატივით ეპყრობა იმ პირებს,ვისაც რაიმე თვალსაჩინო ტექნიკური აღმოჩენა ეკუთვნის,ხოლო აღმერთებს,თაყვანსა სცემს იმ პირებს,ვისაც პოეზიის დარგში შესანიშნავი ნაწარმოები შეუქმნია.

ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი) – “მე შენი მგონე”

მე შენი მგონე ჭირს შემკონე,დამწვი მალ,ალო,

ზილფო ნაშალო,შემაშალო,მკვლელო დალალო,

ვახუშტი ბაგრატიონი (ბატონიშვილი) – “სახელი რით ეწოდა”

“ქვეყანა ესე იწოდების სახელითა ამითა: პირველად – საქართველო,მეორედ – ივერია,მესამედ – გიორგია. 

ფრედერიკ სენგერი

ფრედერიკ სენგერი - დაიბადა 1918 წლის 13 აგვისტოს რენდკომბში (გლოსტერშირის საგრაფოში,ინგლისი).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ბიოქიმიკოსს და ერთადერთ მეცნიერს,რომელსაც ორჯერ მიენიჭა “ნობელის პრემია” ქიმიის დარგში.

კრისტიან იოჰან ჰაინრიხ ჰაინე – “სიმღერების წიგნი”

“სიმღერების წიგნი” – (Buch der Lieder) გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი რომანტიკოსი პოეტის,პუბლიცისტისა და კრიტიკოსის - კრისტიან იოჰან ჰაინრიხ ჰაინეს (1797-1856 წლები) მიერ დაწერილი შესანიშნავი ლექსების კრებული,რომელიც გამოიცა 1827 წელს და პოეტს მოუტანა მსოფლიო აღიარება.

ვახტანგ VI – “ქილილა და დამანა”

არაბულ-სპარსული ზღაპრების კრებული – “ქილილა და დამანა”,რომელიც საუკეთესო დიდაქტიკურ ნაწარმოებად გახლავთ მიჩნეული,დაწერილ იქნა სანსკრიტულ ენაზე,შექმნილი ინდური “პანშატანტრადან”.ქართველმა მეფემ და ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელმა – ვახტანგ VI-ემ (1675-1737 წლები),უზარმაზარი შრომის გაწევის შედეგად თარგმნა იგი ქართულ ენაზე.

უინსტონ ჩერჩილის გამოსვლიდან (ციურიხი 1946 წელი)

“ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ევროპის შეერთებული შტატების მსგავსი.საერთო-ევროპული ოჯახის შექმნის პირველ ნაბიჯად უნდა იქცეს პარტრიონული ურთიერთობა საფრანგეთსა და გერმანიას შორის.

ჯავაჰარლალ ნერუ – მაჰათმა განდის შესახებ…

ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი და ინდოეთის კონგრესის თავჯდომარე,რომელიც 1957 წლიდან ხდება ინდოეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქვეყნისა - ჯავაჰარლალ ნერუ (1889-1964 წლები),საყოველთაოდ ცნობილი ინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერის - მოჰანდას კარამჩანდ განდის (1869-1949 წლები),შესახებ წერდა:

ამონარიდი ოსკარ უაილდის რომანიდან – “დორიან გრეის პორტრეტი”

“ჩვეულებრივი ადამიანები იცდიან,სანამ ცხოვრება თავის იდუმალებას თვით გადაშლის მათ წინაშე.მაგრამ ამქვეყნად მხოლოდ რჩეულთ აქვთ ბედნიერება,ეზიარონ მის საიდუმლოს ადრევე,ვიდრე თვით გადაიხსნის თვალშეუღწეველ პირბადეს.