Tag Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ივანე ბუნინის მოთხრობებიდან…
„ოდესღაც ქვეყნად იყო ორი სიმართლე, მუდმივად რომ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს: პირველი – ის, რომ ცხოვრება აუწერლად მშვენიერია, მეორე კიდევ ის, რომ ცხოვრებას მხოლოდ შეშლილებისათვის აქვს აზრი”. – (ჩანგის სიზმრები)
ამონარიდები ივანე ტურგენევის რომანიდან – „წინადღით”
„მიყვარს თუ არა მე ჩემი სამშობლო? სხვა რაღა უნდა გიყვარდეს კაცს ქვეყანაზე? სხვა რა არის ისეთი, რაც არასდროს გიმუხთლებს, რაც ყოველ იჭვზე მაღლა დგას, რაც არ შეიძლება არ გწამდეს ღმერთის შემდეგ? და როდესაც ამ სამშობლოს სჭირდები…”
ამონარიდი ვოლტერის გენიალური ნაწარმოებიდან – „კანდიდი, ანუ ოპტიმიზმი”
„საფრაგეთის ნაპირები გამოჩნდა.
- ყოფილხართ თუ არა თქვენ ოდესმე საფრანგეთში, ბატონო მარტენ? – იკითხა კანდიდმა.
ამონარიდი ვოლტერის პროზაული ქმნილებიდან – „ბუნების საუბარი ისლანდიელთან”
„ – როგორც კი მცირეოდენი გამოცდილება შევიძინე, დავრწმუნდი ცხოვრების ამაოებასა და ადამიანთა უგუნურებაში, რომლებიც გამუდმებით ეომებიან ერთმანეთს ფუჭი ფუფუნებისა და უსარგებლო სიმდიდრის გამო; თავსაც იუბედურებენ და სხვებსაც აუბედურებენ;
ამონარიდები რეზო ინანიშვილის მოთხრობებიდან…
„ – ბავშვობიდანვე უცნაურად მიყვარდა სიცოცხლე, მაგრამ ამ სიბერის ჟამს უფრო შემიყვარდა, სასაცილოა, არა?” – (სახსოვარი)
ამონარიდები კარლოს ფუენტესის რომანიდან – „არტემიო კრუსის სიკვდილი”
„გახსოვდეს, რომ ერთხელაც იქნება ძალმომრეობა იმასვე მოგიზღვავს, მეორე მხრიდან მოგიტრიალდება, როცა შენ, როგორც ახალგაზრდას, მოგინდება შეურაცხყო ის, რაზეც, როგორც მოხუცს, მადლობა უნდა გეთქვა”.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – რაც უნდა ილაპარაკონ იდეალისტებმა, სულიერ მოთხოვნილებაზე მაღლა მაინც ხორციელი სურვილი დგას. და ჩვენ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სულის გაფურჩქვნის საწინდარი მაძღარი კუჭია”… – ექტორ მუხიკა (მეოცნებე ჭიჭყინა)
ამონარიდები ლიონ ფოიხტვანგერის რომანიდან – „ესპანური ბალადა”
„როცა ვინმეზე მრისხანებთ, ნუ გაექცევით მის სიახლოვეს. მიდით მასთან, თავმდაბლად დაუკარით თავი და უთხარით მშვიდად, ყოველგვარი ღვარძლიანობის გარეშე ყველაფერი, რაც მის გამო გულსა გტკენთ. კვლავ არაკრაკდება სიყვარულის წყარო და თქვენს შორის უკეთესი ის იქნება, ვინც პირველად მოიხრის ქედს”.
ამონარიდი ალვარო იუნკეს ნოველიდან – „ბულბულას ქომაგი გამოუჩნდა”
„ – თხუთმეტი შემისრულდა დღეს. თავი კი ოცდაათისა მაინც მგონია. მე ბავშვთა თავშესაფრიდან ვარ. იქიდან ერთმა ბებერმა ქალბატონმა გამომიყვანა და კინაღამ სული ამომხადა ჯოხის ცემითა და ლოცვებით. დავკარ ფეხი, გავექეცი და გამასწორებელ სახლში არ ამოვყავ თავი?!
ამონარიდები ლათინოამერიკელი მწერლების მოთხრობებიდან…
„რაკი ერთხელ დაადგები რომელიმე გზას, მერე ამ გზიდან გადახვევა შეუძლებელი გეჩვენება, თან გზასაც ეჩვევი და მიდიხარ და მიდიხარ”. – ონელიო კარდოსო (მარჯნის მერანი)