Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „პატარა პიერი”

„კარგად ვიცი,რომ ფული სათავეა ყოველგვარი ბოროტებისა და ღრნის ჩვენს ისედაც სასტიკ საზოგადოებას,რომლითაც ასე ვამაყობთ ხოლმე”.

ამონარიდები ქეი-ქაუსის დარიგებათა წიგნიდან – „ყაბუს-ნამე”

„ეს ქვეყანა სიკეთისა და ბოროტების სათესი მინდორია, – რასაც დასთეს, მასვე მოიმკი”.

ამონარიდები ლიონ ფოიხტვანგერის რომანიდან – „გოია ანუ შემეცნების რთული გზა”

„ვინც თავისით მოიპოვა ძალაუფლება და სახელი,უფრო მეტად აფასებს მას, ვიდრე ის, ვისაც დაბადებით თანდაყოლილი აქვს”.

ამონარიდები ოთარ ჭილაძის გენიალური რომანიდან – „მარტის მამალი”

„საერთოდ,ადამიანი ჩვეულებრივია და ასეთიც უნდა იყოს – ჩვეულებრივი – ანუ, ცოტა გულადიცა და ცოტა მშიშარაც, ცოტა გულუხვიცა და ცოტა ძუნწიც, ცოტა კეთილიცა და ცოტა ბოროტიც, ცოტა ჭკვიანიცა და ცოტა ბრიყვიც, ცოტა ბედნიერიცა და ცოტა უბედურიც,რადგან ეს „ცოტა-ცოტაობა” აძლებინებს სწორედ

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ჩვილი გულის პატრონი დღევანდელ მკაცრ ცხოვრებას ვერ გაუძლებს”. – მიხეილ ჯავახიშვილი (დამდნარი ჯაჭვი)

ამონარიდი ოთარ ჭილაძის რომანიდან – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”

„ბედს კი უთქვამს: ვინც მომიხმარს,წელიწადში ერთხელ ყველას კარზე შემოვჯდებიო,მაგრამ თქმა ერთია და სინამდვილე მეორე.უფრო სწორედ,ადამიანმა ათქმევინა ბედს,წელიწადში ერთხელ ყველას კარზე შემოვჯდებიო,მაგრამ გინდაც მართლა ასე იყოს,ამქვეყნად იმდენი კარია ბედის მომლოდინე,ხოლო წელიწადში იმდენად ცოტა დღეა,

ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობიდან – „რკინის საცერი”

„დედაკაცი გველია და ჭკუაც გველისა აქვს. მამაკაცს შეუჩნდება,სულსა და გულში ჩაეღვრება,ჯერ ბუზივით უკბენს,მერმე მისდგება და ისე გაავსებს თავისი აზრით და ნებით,როგორც კოკას ავსებენ ხოლმე”.

ამონარიდი ემილ ზოლას რომანიდან – „ქალთა ბედნიერება”

„მაღაზიები სწორედ ქალების გამო ექიშპებიან ერთმანეთს,სწორედ ქალების მახეში გაბმას ცდილობენ,როცა ვიტრინებით ახვევენ თავბრუს,უღვიძებენ ახალ ვნებებს. მაღაზიები წარმოადგენენ უდიდეს ცდუნებას,რასაც ქალი საბედისწეროდ აჰყვება ხოლმე:

ამონარიდები ლორენს სტერნის ნაწარმოებიდან – „სენტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში”

„სიღატაკის შვილები გარს რომ შემოგეხვევიან, ნურავინ იტყვის, „ჯანდაბას მაგათი თავიო” – ეგ ხომ იგივეა, ძნელ გზას გაუყენოთ რამდენიმე წუთისოფელგაარმებული კაცი თუ ქალი, რომლებიც უმაგისოდაც შავ დღეში არიან”.

ამონარიდები ლორენს სტერნის გენიალური იუმორისტული ჟანრის რომანიდან – „ჯელტმენი ტრისტამ შენდის ცხოვრება და შეხედულებანი”

„რაკი ყველანი ბაზრის შესახებ მონაგების მიხედვით მსჯელობენ, – მე დედამიწას ისევ და ისევ ვაცხადებ ყველაზე მურდალ და უმაქნის სამყაროდ,რომელიც კი ოდესმე წარმოქმნილა”.