Tag Archives: იცით თუ არა

იცით თუ არა,რომ

1. უძველესი ეპოქის ეგვიპტეში, მდედრობითი სქესის ღვთაების ტაძარში ქურუმებს მამაკაცები წარმოადგენდნენ,ხოლო  მამრობით ღვთაებებთან – ქალი ქურუმები. იმ ტაძრებში კი, სადაც ორივე სქესის ღმერთები სუფევდნენ, ორივე სქესის ქურუმები იყვნენ.

იცით თუ არა,რომ

1. იმას თუ,როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება დიდი იტალიელი ასტრონომის,ფიზიკოსისა და ფილოსოფოსის – გალილეო გალილეის მიმართ,ორ ფაქტს გაგაცნობთ:

იცით თუ არა,რომ

1. ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანების – „ცისფერყანწელების” ლოზუნგი გახლდათ – „მიწასთან დაბრუნება”.

იცით თუ არა,რომ

1. „ბედნიერების სახლებად” წოდებულ – ჰარამხანებს (ჰარემებს),რომლებიც აღმოსავლური ქვეყნებისათვის იყო დამახასიათებელი,აღმოსავლეთის ქვეყნების მბრძანებლები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ.

იცით თუ არა,რომ

1. ძველ რომში ქალღმერთ ვესტას ტაძარში მუდმივად ინახავდნენ „მარადიულ ცეცხლს”. მისი თვალყურის დევნება და შენახვა დავალებული ჰქონდათ საუკეთესო დიდგვაროვანი ოჯახებიდან გამოსულ ქალიშვილებს.

იცით თუ არა,რომ

1. რომის საღვთო იმპერიის ესპანური წარმომავლობის მქონე იმპერატორი ჰაბსბურგთა დინასტიიდან – კარლ V ამბობდა,რომ გერმანულად მხოლოდ საკუთარ ცხენებს ელაპარაკებოდა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ იმ ეპოქაში გერმანელ თავადაზნაურობასა და ინტელექტუალებსაც კი ერცხვინებოდათ გერმანულ ენაზე საუბარი და უპირატესობას ლათინურს ანიჭებდნენ.

იცით თუ არა,რომ

1. „პოლარული ქვეყნების ნაპოლეონად” წოდებულმა სახელგანთქმულმა ნორვეგიელმა პოლარეთის მკვლევარმა – რაულ ამუნდსენმა,მის მიერ სამხრეთ პოლუსზე დადგმულ პირველ საცხოვრებელს (კარავს) – „პოლხეიმი” ანუ „პოლარული ბინა” უწოდა.

იცით თუ არა,რომ

1. ქრისტიანულ რელიგიაში მატერიალური კეთილდღეობისა და ფინანსური ოპერაციების მფარველ წმინდანად ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ნიკეის პირველი საეკლესიო კრების მონაწილე, „საკვირველმოქმედად” წოდებული წმინდა მამა – სპირიდონ ტრიმიფუნტელი მიიჩნევა.

იცით თუ არა,რომ

1. საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი ადვოკატი – კამილ დემულენი (1760-1794 წლები),რომელიც ბრწყინვალე ორატორული ხელოვნების ნიჭით იყო დაჯილდოვებული,გენიალური ძველ ბერძენი მჭერმეტყველის – დემოსთენეს მსგავსად – ენაბრგვილი გახლდათ.

იცით თუ არა,რომ

1. როგორც ცნობილია,ესპანეთის მეფემ – ფილიპე V-მ უამრავი ფული და ჯაფა შეალია სამეფო სასახლის ბაღში დიდებული შადრევნების მშენებლობას. და როდესაც შადრევნებმა პირველად იფეთქეს,მონარქმა ერთმნიშვნელოვნად შენიშნა: „ეს შადრევნები ხუთი მილიონი დამიჯდა და თავიც ხუთი წუთით შემაქცევინესო”.