Tag Archives: ლიტერატურა
ამონარიდი ნიკო ლომოურის მოთხრობიდან – “წუთისოფელი”
“დაიკლა ორას სულამდე წვრილი და მსხვილი საქონელი.მარტო თევზეულობა სამოცი თუმნისა იქმნა ბაზრიდან მოტანილი.დაინთქა და დაილია ას კოკამდე ღვინო.დიდის ამბით და ყოფით გამოასვენეს გარდაცვალებული და უთვალავი ხალხის თანდასწრებით შეასვენეს იგი ბაგრატ დიდის დროს აშენებულ,დროთა ბრუნვისაგან დაძაბუნებულ,დიდებულ ტაძარში,
ამონარიდი აქვსენტი ცაგარელის პიესიდან – “ჭკუისა მჭირს!”
“ქვეყანა? ხალხი? ნათესაობა? მეგობრები?!. ოჰ,რა მწარე დაცინვაა ამ სიტყვების ხმარება ამ უბედურს ქვეყანაში!.. განა,თვალებახვეული უფსკრულისკენ რომ მიდიოდე,შეგაყენებს ვინმე?! შენის ხელითვე შენთვის საწამლავს იმზადებდე გაუგებრად,განა ხელს შეგიშლის ვინმე?!
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ქალის ენა ყოველთვის არას ამბობს,გული კი ჰოს… ქალმა რო არას თქმა არ იცოდეს და ქალი რო მშიშარა,მორცხვი და შველივით ფრთხილი არ იყოს,ოროველა კამეჩი იქნებოდა და ცალგროშადაც არ ეღირებოდა”. – დიმიტრი მაჩხანელი (დილიმზე)
ამონარიდი სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობიდან – “წითელი სარჩული”
” – ნამუსი,სინდისი?!. ჰმ… ნამუსსა და სინდისს ისეთს სქელ ფარდას ჩამოვაფარებ,რომ თვალითაც ვერავინ დაინახოს.
ამონარიდი ჯეკ კერუაკის ნოველიდან – “დიდი სური”
“საკუთარი ლოთობა ისე არ მაწუხებს,როგორც ის რომ ამ “მიწიერი ცხოვრების” თვითმფრინავის დანარჩენ მგზავრებს საერთოდ არ ქენჯნით სინდისი – დილაობით მოსყიდული მოსამართლეები წვერს იპარსავენ და ღიმილით ემზადებიან თავიანთი საზარელი განურჩევლობისთვის,
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ვაჟკაცობა ისეთი რამეა, რასაც ვერ მოსთხოვ ადამიანს. როგორ უნდა იყოს ადამიანი ვაჟკაცი, თუ არა აქვს ეს ვაჟკაცობა, არა აქვს, გესმის, არ დაუტოვა მამამისმა ასეთი რამე და მორჩა”. – კოტე ჯანდიერი (ხანმოკლე შვებულება)
ამონარიდები შალვა დადიანის ისტორიული რომანიდან – „უბედური რუსი”
„ – ჩვენი უბედურებაც ესაა. სულ ყველაფერი უცხო მოგვწონს… მუდამ უცხოეთისაკენ ვიმზირებით, მაგრამ განა ბევრი ყოფილა თქვენგანი უცხოეთში?.. მე შემომივლია ეგ უცხოეთი: ვყოფილვარ ბაღდადს, მივლია მისრეთში, მინახავს განთქმული ბიზანტია, გადავსულვარ ვლახეთს, მომივლია სკვითთა ქვეყნები.
ამონარიდები ოსკარ უაილდის რომანიდან – “დორიან გრეის პორტრეტი”
“გწამდეთ,უაღრესი სათნოებაც ვერ გამოისყიდის იმ ადამიანის დანაშაულს თქვენ წინაშე,ვის სახლშიაც თითქმის გაციებული კერძი მოგართვეს”.
ლავრუშინსკის შესახვევში არსებული “მწერალთა სახლის” მობინადრეების ტრაგიკული ისტორია
მოსკოვში,ტრეტიაკოვის გალერეის მოპირდაპირე მხრეს განთავსებული ლავრუშინსკის შესახვევში არსებული “მწერალთა სახლი” აგებული იქნა პირადად იოსებ სტალინის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე. 80 წლის წინათ აშენებული “მწერალთა სახლის” ბინადრებს თავის დროზე წარმოადგენდნენ ისეთი მწერლები,რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მეხოტბეები და საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრები იყვნენ.
ამონარიდი შალვა დადიანის ისტორიული რომანიდან – “უბედური რუსი”
“ქართველები ფრიად შემკული ხალხია,მაგრამ ერთი დიდი ნაკლი ჰქონიათ: თავის-თავის ღალატი.უკეთუ მათგანი ვინმე ზეწამოიწია და გაღონიერდა,შემდეგ თავს მაღლა იღებს და ურჩობას იწყებს.თვით მეფესაც აღარ ეპუება,საზოგადოს ივიწყებს,საპირადოზე გადადის.