Tag Archives: იცით თუ არა
იცით თუ არა,რომ
1. „ჩემთვის საუკეთესო სამსახური,საროსკიპოს მეპატრონეობა იქნებოდა.ვფიქრობ,ეს ადგილი ხელოვანისათვის მისწრებააო”. – ასე განუცხადა დიდმა ნობელიანტმა ამერიკელმა მწერალმა – უილიამ ფოლკნერმა ერთ-ერთი ინტერვიუს მიმდინარეობის დროს ჟურნალისტ – ჯინ სტაინს.
იცით თუ არა,რომ
1. „თუ მოციქული არა იყავ,პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა,კადნიერად კადრებისათვის”. – ამ სიტყვებით მიმართა თამარ მეფის შეურაცხმყოფელ რუქნადინის ელჩს საქართველოს დიდმა მხედართმთავარმა და მამულიშვილმა – ზაქარია II მხარგრძელმა მას შემდეგ,რაც „უხეთქა ხელითა პირსა და ვითარცა მკუდარი დასცა და იდვა იგი”.
იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის „მეფე-მზედ” წოდებული მონარქი – ლუი XIV დე ბურბონი,რომელიც უხვად ასაჩუქრებდა მისდამი ლოიალურად განწყობილ დიდგვაროვნებს,იმისათვის,რომ ერთგული ქვეშევრდომების გული კიდევ უფრო მოეგო,მათთვის ერთობ უჩვეულო თანამდობებს იგონებდა.მაგალითად,ერთ-ერთ დიდებულს მეფის ოჯახის მცველის პოსტი ეკავა,მეორეს – მეფის პარიკის მცველისა,მესამეს – მეფის ხელჯოხის მცველის,მეოთხეს – მეფის ღამის ქოთნის მეთვალყურის და ასე შემდეგ…
იცით თუ არა,რომ
1. იმის აღსანიშნავად,რომ იტალიური ქალაქი – სიენა ერთობ სტუმართმოყვარე ქალაქი იყო, XIII საუკუნეში ქალაქის ხელისუფლების ინიციატივით მთავარ კარიბჭეზე გაკეთებული იქნა შემდეგი სახის წარწერა: „სიენა ამ ჭიშკარზე უფრო ფართოდ გაგიხსნით გულს”.
იცით თუ არა,რომ
1. სანდო ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა,რომ თამარ მეფის ვაჟის – გიორგი IV ლაშას მმართველობის დასაწყისში მთლიანი საქართველოს სახელმწიფოს მოსახლეობა (ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე) 8 მილიონზე მეტს შეადგენდა,ხოლო საკუთრივ საქართველოსი კი – ხუთნახევარი მილიონი იყო.
იცით თუ არა,რომ
1. მეორე მსოფლიო ომის მიმიდინარეობისას,გერმანელ ნაცისტებს ბელორუსიის სოფელ ხატინთან ახლოს გამართული ჰქონდათ ბავშთა საკონცენტრაციო ბანაკი.აღნიშნულ ბანაკში მყოფ პატარებს,სხვა საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებისაგან განსხვავებით,
იცით თუ არა,რომ
1. საკვირველია,თუმცა დადასტურებული ფაქტია,რომ დიდმა ძველ რომაელმა მწერალმა და სახელმწიფო მოღვაწემ – მარკუს პორციუს კატონმა,ბერძნული ენის შესწავლა – 80 წლის ასაკში დაიწყო.
იცით თუ არა,რომ
1. ვასილ ტაბიძის ოჯახში ვაჟის – გალაკტიონის დაბადება,ჭყვიშის ეკლესიის დარაჯმა ქართული ტრადიციის მიხედვით სოფელს დამბაჩის სროლით ამცნო და ახარა.
იცით თუ არა,რომ
1. დიდმა ირლანდიელმა მწერალმა – ჯონათან სვიფტმა სიკვდილის წინ – 11 000 გირვანქა-სტერლინგი ფსიქიკურად დაავადებულებს უანდერძა.
იცით თუ არა,რომ
1. თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი დიდი ქართველი პოეტი – სიმონ ჩიქოვანი,რომელსაც თვალის სინათლე უკვე დაკარგული ჰქონდა,ხშირად იჯდა ხოლმე თავის სამუშაო კაბინეტში თავდახრილი და რაღაცას უღიმოდა.