Tag Archives: ლიტერატურა
ამონარიდები გრიგოლ ძოწენიძის მოთხრობებიდან…
“ქალური ცნობისმოყვარეობა ინსტიქტზე ძლიერია; როგორც ტარაბაგანა,ქალი ხშირად მსხვერპლი ხდება თავის ქალური ცნობისმოყვარეობისა.მონღოლეთში მონადირეებმა კარგად იციან,რომ მფრთხალი ტარაბაგანას უცნაური ცნობისმოყვარეობა მის შიშზე და თავდაცვის ინსტიქტზე ძლიერია.
ამონარიდები ანტონ ჩეხოვის პიესებიდან…
“მამაკაცებს ბევრი რამ არ გესმით.ქალს,რასაკვირველია,ხელმოცარული კაცი უფრო მოეწონება,ვიდრე ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილი,რადგან ჩვენ მოქმედი სიყვარული გვხიბლავს,გესმის?
ამონარიდები ლევან სანიკიძის წიგნიდან – “დავითიან-თამარიანი ანუ რომელმან აღაშენა, რომელმან დაამშვენა”
“სწორედ ასეა: ქართველი, მაშ რისი ქართველი იქნება, თუ სხვა რომელიმე ქართველის უფროსობა ითმინა!
ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – “სიცოცხლის ხარკი”
“არასოდეს ზედმეტი არაა,კაცმა თავისი ცხოვრების მიმდინარეობას თვალი მიადევნოს,ყოველი ფაქტი აწონ-დაწონოს,ცალკეული ამბები ერთმანეთთან დააკავშიროს და დასკვნა გამოიტანოს.
ამონარიდები ჯეკ ლონდონის რომანიდან – “დიდი სახლის პატარა დიასახლისი”
“მე მოხეტიალე კაცის ღირსეულ ცხოვრებას ვეწევი.ჩემი ცხოვრება,მართლაც,ფრიად საინტერესოა:
ამონარიდი თედორე დოსტოევსკის ნაწარმოებიდან – „მკვდარი სახლის ჩანაწერები”
„არიან ადამიანები, ავაზასავით სისხლზე დაგეშილნი. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ეგ უფლება, ეს განუსაზღვრელი ბატონობა სხეულზე, სისხლსა და სულზე თვისივე მსგავსი ადამიანისა, ქრისტეს კანონით იმგვარადვე შექმნილი თავისივე ძმისა; ვისაც გამოუცდია უფლება და სრული შესაძლებლობა ღვთისაგან გაჩენილ მეორე არსების უზომოდ დამცირებისა, ის უკვე როგორღაც ნება-უნებლიეთ ხდება თავისივე შეგრძნებების მონა.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„კაცი რომ გულს დაჰკარგავს, ამ საუკეთესო კაცურს ღირსებას, მაშინ ის პირ-აკრულ ბრაზიან მგლად არის გადაქცეული. სანამ მისი საბელი ხელში გაქვს მაგრად დაჭერილი, მანამდის შენი მორჩილია და
ამონარიდები გიორგი წერეთლის ნაწარმოებიდან – “კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა”
“თუ ქმარს კაცური ღირსება აქვს, მხნე მშრომელია, მტკიცედ მისდევს კეთილ გზას და ცოლქმრობის დამოკიდებულებაში არ უყვარს ძალდატანება, ან ჩხუბი, თუ ცოლი მეგობრად, თავის სწორად მიაჩნია,
ამონარიდი რეზო ჭეიშვილის თხზულებიდან – „მეოთხე სიმფონია”
„გადაიგრიალებს საუკუნეები უჩვენოდაც; დაიბადებიან დიდი მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მეამბოხენი, თუჯისთავიანი პოლიტიკოსები; შეაბრუნებენ ჩარხს ისტორიისას და ვერ შეაჩერებენ დროს; ერთნაირად მოეფინება მზე ვარდთა და ნეხვთა და ჟამთააღმწერლები შეასხამენ ხოტბას დიქტატორებს,
ამონარიდები ვასილ ბარნოვის რომანიდან – „მიმქრალი შარავანდედი”
„ეშმა ჰბაძავს შემოქმედს და თვისგან მოვლენილ ბიწიერ მოქმედებას აძლევს სპეტაკს აღმაფრენის სახეს. თუ გულს არა ჰკითხე, მარტო თვალის დაკვრით ვერ გაარჩევ ამ ორ მოქმედებას, გარეგნობით ერთგვარს, ხოლო შინაარსით სულ სხვადასხვას.