Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ზოლტან მოლნარის ნაწარმოებიდან – “ლაფი”

” – ყოველი ძაღლი დიდგულობს საკუთარ ეზოში.იგი ლომსაც კი დაჰყეფს,თუ ახლომახლო გამოჩნდება და მხოლოდ იმიტომ ბედავს ამდენს,რომ შინაა”.

ამონარიდები ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებიდან – „იესო, ძე კაცისა”

“ეჭვი უპატრონო ბავშვს ჰგავს, გაუბედურებულ-გაგარეულებულსა და გზასაცდენილს. მშობელმა დედამ რომც იპოვოს და გულში ჩაიკრას, არ მიენდობა, დაფრთხება და შორს გაიჭრება”.

ამონარიდები ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებიდან – „წინასწარმეტყველი”

„ვაი ერს, რომელსაც მოსავს სამოსი, თვითონ რომ არ მოუქსოვია, – ჭამს პურს, თვითონ რომ არ მოუწევია, – სვამს ღვინოს, თავის საწნახელში რომ არ დაუწურავს.

ამონარიდები ჯიბრან ხალილ ჯიბრანის დიდებული ნაწარმოებიდან – “იესო, ძე კაცისა”

“თუ მეტყვით რა არის სიკვდილი,გეტყვით,რა არის სიცოცხლე”.

ამონარიდები რევაზ მიშველაძის ნოველებიდან…

“მთელი ჩვენი ისტორია გაძლება იყო.შენც უნდა გაუძლო.გახსოვდეს: აყრას და გაქცევას საათები სჭირდება,დამკვიდრებას – საუკუნეები”. -  (მთვარე დანგრეულ საყდარში)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„უბედურება რაღაც ჯადოა, რომლის ძალა იმაში გამოიხატება, რომ იგი ჩვენს თანდაყოლილ მიდრეკილებებს ამტკიცებს. ზოგს უღვივებს უნდობლობასა და სიავეს, მშვენიერი სულის ადამიანს კი გულკეთილობას მატებს”. – ონორე დე ბალზაკი (პოლკოვნიკი შაბერი)

უილიამ შექსპირის პიესიდან – “აურზაური არაფრის გამო”

“თუ ცხვარს თავისი კრავის ძახილი არ ესმის,ხბოს ბღავილს არასოდეს გამოეხმაურება”.

ამონარიდები იონ კრიანგას ზღაპრებიდან…

” – ყველგან რომ იყვნენ ისეთი სამართლიანი და წესიერი მოსამართლეები, რომლებიც თავს არავის გააბრიყვებინებენ, შარიან ხალხს სასამართლოს გზა დაავიწყდებოდა.

ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებიდან…

“ჯანსაღი ველურობა განათლებულ გადაგვარებას სჯობია”. – (თეთრი საყელო)

ამონარიდები ზაქარია გულისაშვილის მოთხრობებიდან…

” – ჰე,შვილო,ე ცხვრის პარსვა ხომ გინახავთ? დაამწყვდევენ ცხვრებს შემოღობილ ბაკში და მერე შევლენ მპარსავები დასაჭერად… ცხვრები სულ მირბიან კუნჭულში, და მპარსველი რომ მიუახლოვდება,ისინი მარტო ფეხებს აბაკუნებენ.