Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ნიკო ლომოურის ნაწარმოებებიდან…

“ხომ გინახავთ,ჩემო ბატონო,ისეთი ადამიანი,რომელსაც სახე ანგელოზისა აქვს,გული კი ბოროტებით სავსე კუდიანისა?! გამოუცდელი კაცი ადვილად აჰყვება ხოლმე ამგვარ შეხედულობას,ფარვანა პეპელასავით თავს ევლება მის სიმშვენიერეს და ბოლოს,ფარვანას მსგავსადვე,კისერს იმტვრევს მის ცბიერებით სავსე გულზედა.

ამონარიდები გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის დრამიდან – “მის სარა სამპსონი”

“თუკი მამა აპატიებს შვილს შეცდომას, მაშინ შვილმაც ისე უნდა დაიჭიროს თავი, რომ სრულებითაც აღარ იფიქროს ამ შეცდომაზე. ან კი ვის ეხალისება ისეთი რამის გახსენება, რაც ერჩივნა სულაც არ მომხდარიყო”.

ამონარიდები დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებიდან…

” – ერთობ უცნაური ხასიათისა ვართ… ბუზს არ გადავიფრენთ ხანდახან თავზე… გულისწყრომას ხომ საზღვარი არა აქვს ხშირად… თუ რამ დავიჯინეთ,იმის გადათქმას სიკვდილს ვარჩევთ,თუნდაც რომ მტყუანი ვიყვეთ… უთუოდ ჩვენს ნებაზე უნდა იქნეს ყველაფერი და თუ ისე არ იქნა,საშუალებასაც აღარ გავარჩევთ,ოღონდ კი სურვილი ავისრულოთ…

ამონარიდები ქართული ლიტერატურული ქმნილებებიდან…

“ვინ არ მისტანებიხართ დასაჭერად ოთახში შემოფრენილ ჩიტს,რომელიც თავგადაკლული ეძებს გასასვლელ გზას და ხან ერთი სარკმლის მინას დაეტაკება თავით,ხან მეორისას,მანამ უგონოდ ძირს,სარკმლის ფიცარზე არ ჩამოვარდება თავგატეხილი.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“ღმერთს კაცი თვალმარგალიტით სავსე სკივრთან მიუყვანია და უთქვამს: აი,ძმობილო,სიმდიდრე,რაზედაც შენ დღედაღამ ოცნებობ,ოღონდ ახლავე გაფრთხილებ – აიღებ,ინანებ და არ აიღებ,მაინც ინანებო.კაცს უფიქრია,თუკი ორივე შემთხვევაში მაინც უნდა ვინანო,უკეთესია ავიღო და მოვიხმარო,თუნდაც აგური ვიყიდო,სინანულის დროს თავში რომ ვირტყაო.

ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – “ოთხმოცდაცამეტი წელი”

“ასეა: კეთილს რომ სჩადის კაცი,ბოროტებად ექცევა; ქორს რომ ფრთას გაუმთელებ,ბრჭყალებსაც გაილესავს”.

ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – “ოთხმოცდაცამეტი წელი”

“ადამიანის დანიშნულება ის კი არ არის,რომ ჯაჭვით შეკრული ცოცავდეს; ადამიანის დანიშნულებაა ფრთის გაშლა და აღმაფრენა!”

ამონარიდი თამაზ ბიბილურის რომანიდან – „შვიდი ხმისა და ტოროლასათვის”

„ტოროლამ ერთბაშად იგრძნო, რომ ზემოთ აფრენა აღარ შეეძლო,სხვა დროს კი როდის აღარ აფრენილა, სწორედ ლაჟვარდის იმ კამარაში, სადაც ყველაზე უფრო ლაღად სტვენდა, ყველაზე უფრო აუხსნელი სიხარულით თრთოდა.

ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – “დიდი მოურავი”

“იქ,სადაც ყველაფერი ნებადართულია,წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება მტაცებლური ინსტიქტები,როგორც ტირანიის შედეგი.უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი იჭურვება ყაჩაღის იარაღით,ირჩევს მსხვერპლს და ვაი მას,ვინც მის ბადეში მოხვდება.ზეიმობს უუფლებობა,ადამიანის ღირსება დათრგუნულია,მართლმსაჯულება დუმს,ჯალათი ხარხარებს.

ამონარიდები ანტონ ფურცელაძის რომანიდან – „მაცი ხვიტია”

„შიმშილი არის ყველას გამბედველი. კაცთა თავისი თავი ყველას ურჩევნიან. კაცის თვისება და აგებულება ისეთია, რომ თავის გარეშე სხვა ყველას ისე უყურებს, როგორც თავის რჩენისა და კეთილდღეობის ღონისძიებას. შიმშილი არის პირველი შემძვრელი კაცისა. ქვეყანა არის სარკე კაცისა. შიმშილი აღვიძებს კაცის გულში სურვილსა, რომელსაც უეჭველი დაკმაყოფილება უნდა, თუნდაც რომ კაცი თვით რკინის ხასიათისა იყვეს, სურვილს იკლავენ ძარცვითა და მტაცებლობით”.