Tag Archives: იცით თუ არა

იცით თუ არა,რომ

1. დიდმა ფრანგმა რომანტიკოსმა მწერალმა – ანატოლ ფრანსმა,რომელსაც სიზარმაცეს ვერავინ დასწამებდა,შარლ მორასთან პაექრობისას საკუთარი პერსონის შესახებ განაცხადა: „მე ბუნებით მთქნარების მოყვარული დოყლაპია ვარო”.

იცით თუ არა,რომ

1. „მარქსიზმი ახლა არის ის,რაც სასარგებლოა სტალინისთვის”. – განაცხადა საბჭოთა ბელადის შესახებ მის ოპოზიციაში გადასულმა ლენინის ერთ-ერთმა ყველაზე უახლოესმა თანამებრძოლმა,ნდობით აღჭურვილმა პირმა და 1936 წელს ტროცკიზმის მხარდაჭერისათვის სიკვდილით დასჯილმა – ლევ კამენევმა.

იცით თუ არა,რომ

1. ტიმოკრატიული კონსტიტუცია – წარმოადგენს ისეთი სახის კონსტიტუციას,რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებებს მათი ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს,პრინციპით: მეტი გაქვს ქონება – მეტი გაქვს უფლება,ნაკლები გაქვს ქონება – ნაკლები გაქვს უფლება,არა გაქვს ქონება – არა გაქვს უფლება.

იცით თუ არა,რომ

1. არისტოტელეს ფილოსოფიური სკოლის „ლიცეუმის” პირველ ხელმძღვანელს – არისტოტელეს – 13 მონა ჰყავდა; ლიცეუმის შემდეგ ხელმძღვანელს – თეოფრასტეს – 9; მომდევნო ხელმძღვანელს – სტრატონს – 6; ლიკონს – 12; რამდენიმე მონა ჰყავდა ასევე გენიალურ ძველრომაელ ორატორს – მარკუს ტულიუს ციცერონსაც.

იცით თუ არა,რომ

1. საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ ეტაპზე,როდესაც ქვეყანა სასტიკმა რეპრესიებმა მოიცვა,პარიზის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ ეშაფოტთან,სადაც გილიოტინის გამოყენებით თავებს ჰკვეთდნენ ასეულობით ადამიანს,ხშირად შეუნიშნავთ საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი – ჟან პოლ მარატი,რომელიც აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს – კაცის კვლას!

იცით თუ არა,რომ

1. ძველი რომაელები ომის გამოცხადების შემთხვევაში კაპიტოლიმზე აღმართავდნენ ხოლმე წითელი და ლურჯი ფერის მქონე დროშებს: წითელი ფერის დროშები – ცხენოსანი ჯარებისთვის იყო განკუთვნილი,ხოლო ლურჯი კი ქვეითებისთვის.

იცით თუ არა,რომ

1. იმისათვის,რომ შუა საუკუნეების ჩეხეთში რომელიმე დასახლებას ქალაქის სტატუსი მიეღო,აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში განთავსებული ყოფილიყო – სასამართლო,საბაჟო და ლუდსახარში საწარმო.

იცით თუ არა,რომ

1. სიკვდილის სარეცელზე მყოფმა გენიალურმა ძველ რომაელმა პოეტმა – ვერგილიუსმა ანდერძად დაიბარა,რომ მისი უკვდავი პატრიოტული ეპოსი – „ენეიდა” ავტორის აღსასრულის შემდეგ არ გამოექვეყნებინათ,რადგან იგი ნაწარმოებს დასრულებულად არ მიიჩნევდა.

იცით თუ არა,რომ

1. გერმანიის იმპერიის ლეგენდარულ დამაარსებელსა და პირველ რაიხსკანცლერს – ოტო ფონ ბისმარკს თავისი ცხოვრების განმავლობაში ოცდაათამდე დუელში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და ამ მოვლენებს ყოველდღიურად ახსენებდა მის სახეზე არსებული იარა,რომელიც ერთ-ერთი დუელის დროს მიიღო.

იცით თუ არა,რომ

1. 1167 წელს ინგლისის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანებულება,რომლის თანახმადაც ინგლისის მოქალაქეებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ პარიზში სწავლა.აღნიშნულმა ბრძანებულებამ თავის მხრივ,სორბონის უნივერსიტეტიდან ინგლისელი სტუდენტების ოქსფორდის უნივერსიტეტში მასობრივი გადინება გამოიწვია.