Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები რომენ როლანის რომან-ეპოპეადან – “ჟან-კრისტოფი”

“ადამიანის უპირველესი მოვალეობაა საამური გახადოს ცხოვრება სხვებისთვის,მაგრამ არიან ისეთნიც,რომელთა აზრით მოვალეობას მხოლოდ ის წარმოადგენს,ის აკეთო,რაც სხვათათვის მახინჯი და ცუდია,

ანრი მარი ბეილის (სტენდალის) რომანიდან – “პარმის სავანე”

“პატიოსან ქალს არ შეშვენის ვინმეს მისთხოვდეს,თუ მას მეორე კაცი უყვარს”.

ამონარიდები ხულიო კორტასარის მოთხრობიდან – „მდევარი”

„საქმე ნაირგვარობა კი არა, საქმე ხარისხია. მხოლოდ და მხოლოდ ხარისხი”.

შალვა დადიანის რომანიდან – “გვირგვლიანების ოჯახი”

” – ბატონი ბრალმდებელი ტყუილად დგება გამარჯვებულის პოზაში.განა მარტო ფიზიკურ შეურაცხყოფაზეა საქმე.ცხადია,გვირგვლიანს მოგერიებით ფიზიკური ბრძოლა არ უწარმოებია,მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი სიტყვები,რომლებიც ფიზიკურ შეურაცხყოფაზე უფრო მწვავეა.აქ კი მტკიცდება,რომ შეურაცხყვეს ჩემი კლიენტის წმიდათა წმიდა.შეუგინეს სამშობლო,შეუგინეს მისი მშობლიური ენა.თავმოყვარე ადამიანი იძულებული შეიქნება ასეთ დროს ისეთ სასტიკ ზომებს მიმართოს,როგორ ზომებსაც გვირვლიანმა მიმართა.

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობებიდან…

” – დიახ,მე მესმის თქვენი,ბრუს.მაგრამ მერწმუნეთ,სისულელეა.ვიცი,მთელი სიცოცხლე სინდისის ქენჯნა გაგტანჯავთ.იტყვით,შემოსავლის უღირსი,ჭუჭყიანი წყაროაო.ასე თუ მიდგა საქმე,რაღაა ღირსეული და შეუბღალავი ჩვენს დროში? კინო სწორედ რომ კარგად ასახავს ჩვენი ცივილიზაციის არსს.იგი ჩვენი საუკუნის ბუნებრივი გამოვლენაა.

ამონარიდები რობერტ ალბერტ ბლოჰის მოთხრობებიდან…

“ავიღოთ,მაგალითად,კრივი და ჭიდაობა.რა არის ეს – სპორტი თუ ჰობი? ხალხს სურს უყუროს,როგორ ურტყამენ ვიღაცას,მათ სისხლი სწყურიათ.ამის აღიარება კი არ უნდათ”. – (ჰობი)

ეტელ ლილიან ვოინიჩის რომანიდან – “კრაზანა”

” – სახარებაში წმინდა იოანესაგან ნათქვამია: “რამეთუ ისე შეიყვარა უფალმა ქვეყანა,რომ გასწირა ერთადერთი ძე თვისი,რათა არავინ მორწმუნე არ დაიღუპოს და მარადი ცხოვრება მიანიჭოს”.

ამონარიდები უილიამ სომერსეტ მოემის ნაწარმოებებიდან…

“დრო უძვირფასესი განძია – იგი სწრაფად მიჰქრის,უკან არ ბრუნდება და დროის გაფლანგვა ყველაზე დახვეწილი ფორმაა მფლანგველობისა.კლეოპატრამ ღვინოში გახსნა ობოლი მარგალიტი.მაგრამ ის ღვინო ანტონიოსს დაალევინა.სიცოცხლის ხანმოკლე,ძვირფასი საათების უქმად დაკარგვა კი იგივეა,რაც მარგალიტიანი ღვინის მიწაზე დაღვრა.

ამონარიდები ალფონს დოდეს მოთხრობებიდან…

“ამქვეყნად მრავლად მოიპოვება საბრალო ადამიანები,რომელნიც განწირულნი არიან თავიანთი ტვინის ხარჯზე იცხოვრონ”. – (ოქროსტვინიანი კაცის ლეგენდა)

ამონარიდები ამბროზ გვინეტ ბირსის მოთხრობებიდან…

” – სიკვდილი საშინელებაა! – და ეს წარმოთქვა კაცმა,რომელიც ირგვლივ სიკვდილს თესავდა”. – (ფილოსოფოსი პარკერ ადერსონი)