Tag Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
1. „ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ შეცდომა მისი წესია, უამისოდ კაცი ღმერთი იქნებოდა!” – ალექსანდრე ყაზბეგი (მოძღვარი)
მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”
“თუ მუცლის საძღომი მექნა,იმპერატორის გვერდით ჯდომას მირჩევნია,ჩემთვის,ცალკე,ზეზეულადა ვჭამდე.ან თუ ნებას დამრთავთ,უფრო გულახდილად მოგახსენებთ: ჩემს ჭერქვეშ,სადაც არც თავპატიჟი მჭირდება და არც დიდი მანჭვა-გრეხა,ცეცხლს მიფიცხებულსა თუ კუთხეში მყუდროდ მიყუჟულს,ხახვი და ხმელი პური უფრო ტკბილად შემერგება,ვიდრე კაი მსუქანი ინდაური – სტუმრად;
ოთარ ჭილაძის რომანიდან – “მარტის მამალი”
“ათასნაირი ხმითაა ქვეყანა სავსე, იმას კი დედის ხმა ეყურება მხოლოდ, თითქოს, აქვეა, გვერდით, ვიღაცას ესაუბრება წყნარად, ბებიას ან დეიდას, ხმა ესმის, სიტყვები კი ვერ გაურჩევია.
სელმა ლაგერლეფის ტრილოგიიდან – “ლიოვენშოლდების ბეჭედი”
“სურვილს რომ ძალა ჰქონდეს,ხომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა ამქვეყნად.ვინ მოთვლის,რამდენნაირი სურვილები აქვთ ადამიანებს! რამდენი კარგი რამ სურთ მათ საკუთარი თავისთვის! რამდენ ადამიანს სურს აერიდოს ცდუნებას,ავადმყოფობას! რამდენ ადამიანს სურს თავიდან აიცილოს სიკვდილი! იცის,ძალიან კარგად იცის მან,რომ სურვილი არავის ეკრძალება,იმიტომ,რომ სურვილს არავითარი ძალა არა აქვს”.
ჯეიმ ფენიმორ კუპერის რომანიდან – “უკანასკნელი მოჰიკანი”
“თუ კაცი წიგნს ყურადღებას არ მიაქცევს,განგების გაშლილი ხელიდან ბევრს ნურაფერს გამოელის”.
ამონარიდები ნიკოლოზ გოგოლის მოთხრობებიდან…
“ო,რა ცბიერი არსებაა ქალი! მხოლოდ ახლა გავიგე,ვინ ყოფილან სინამდვილეში.აქამდე ვერავინ გაიგო ვინ უყვარს ქალს,მე პირველმა აღმოვაჩინე,რომ ქალს უყვარს ეშმაკი”. – (შეშლილის წერილები)
ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმის ნაწარმოებიდან – “ჩიტი აღმოსავლეთიდან”
” – და სად დაიკარგა მოციქულ მუჰამედის სიტყვები: “მე მომეცა ერთი მხრივ,წუთისოფლის საგანძურთა გასაღებები და უკვდავება ამქვეყნად; მეორე მხრივ კი, – სამოთხე.არჩევანი მომეცა,ამერჩია ან ეს,ან ჩემი უფლის წინაშე წარდგომა და სამოთხე.მე ვარჩიე შეხვედრა ჩემს ღმერთთან და სამოთხე!..” ან ასევე მოციქულის ნათქვამი: “ღმერთო,მიმიბარე მე ღატაკი და ნუ მომკლავ მე მდიდარს!..”
ჯარჯი ფხოველი – “ქრთამი”
ლეგენდა ამბობს: ხანის იმპრატორის ჰარამხანაში იმდენი ქალი იყო,რომ იმპერატორს მათ სანახავად და გასაცნობად დროც კი არ ჰყოფნიდა.ამის გამო იმპერატორმა სასახლის მხატვარს უბრძანა,დაეხატა ისინი: სურათში ვინც მოეწონებოდა,იმათ მოიწვევდა ღამის სასახლეში…
უილიამ შექსპირის სონეტების შესახებ…
გენიალურმა ინგლისელმა პოეტმა და დრამატურგმა - უილიამ შექსპირმა (1564-1616 წლები) თავისი ცხოვრების განმავლობაში,საერთო ჯამში – 154 სონეტი დაწერა.მკვლევარების მოსაზრებით,შექსპირის “უკვდავი სენეტები” დაწერილი უნდა იყოს 1592-1599 წლებში,ხოლო მათი პირველი ოფიციალური გამოქვეყნება 1609 წელს განხორციელდა,თუმცა ავტორის სახელწოდების მითითების გარეშე (138 და 144 სონეტები გამოქვეყნებული იქნა 1599 წელს ერთ-ერთ მეკობრულ კრებულში – “ვნებიანი პილიგრიმი”).
ამონარიდები ჯოზეფ ჰელერის რომანიდან – „ხაფანგი – 22″
„ – როცა ყოვლისშემძლის წინაშე აღმოჩნდები, მინდა რაღაც გადასცე ჩემი სახელით. უთხარი რომ არ არის სწორი, როცა ადამიანები ახალგაზრდულ ასაკში კვდებიან. ეს მინდა, უთხრა. რადგან ადამიანებს სიკვდილი უწერიათ, მოხუცდნენ მაინც და მერე გარდაიცვალონ. აუცილებლად გადაეცი ეს. მგონი, არც კი იცის, დედამიწაზე ასეთი უსამართლობა რომ ხდება”.