Tag Archives: იცით თუ არა

იცით თუ არა, რომ

1. საფრანგეთის ცბიერი და სასტიკი მეფე ვალუათა დინასტიიდან – ლუი XI, არა მხოლოდ უჩვეულოდ პატარა თვალებით, არამედ უზარმაზარი ცხვირითაც გამოირჩეოდა. იმისათვის, რომ ეს ფიზიკური ნაკლი როგორმე დაემალათ, მხატვრები მეფის პორტრეტებს პროფილში ძალიან იშვიათად ხატავდნენ.

იცით თუ არა,რომ

1. გენიალურ იტალიელ პოლიტიკურ მოაზროვნესა და იტალიის გაერთიანების ერთ-ერთ მაცნეს – ნიკოლო მაკიაველს ყველა ფლორენციელისათვის დამახასიათებელი თვისება გააჩნდა: უყვარდა სიტყვის შებრუნება,პროვოცირება და თავის გამოჩენა,რისთვისაც მუდამ ჩვეულ სხარტ იუმორს მიმართავდა.

იცით თუ არა,რომ

1. იმ შემთხვევაში,თუკი პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში მოსწავლე გაკვეთილზე დააგვიანებს,სასჯელის სახით მას სრული 8 საათის განმავლობაში მუსულმანთა წმინდა წიგნის – „ყურანის” წაკითხვა ეკისრება.

იცით თუ არა,რომ

1. პირველი სახელმწიფო მსოფლიოში,სადაც 1979 წელს კანონით იქნა აკრძალული ბავშვების ფიზიკური დასჯა,მათ შორის მშობლების მხრიდანაც, – შვედეთის სამეფოა.მოგვიანებით ანალოგიური კანონი მიღებული იქნა კიდევ ოცდაათზე მეტ ქვეყანაში.

იცით თუ არა,რომ

1. ქართულ სალიტერატურო ენას საფუძვლად დაედო ეგრეთ წოდებული „ხანმეტური დიალექტი” – ისტორიული ქვემო ქართლის მეტყველება,რომელიც გავრცელებული გახლდათ მცხეთა-ბოლნისის რეგიონებში.

იცით თუ არა,რომ

1. „ჩემია ადგილი! მან უნდა მომცეს უზარმაზარი ქონება,უზარმაზარი ქონება!” – დიდი ხნის მანძილზე ერთსა და იმავეს შეშლილივით გაიძახოდა მექრთამეობით სახელგანთქმული ფრანგი დიპლომატი – შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი,როდესაც შეიტყო,რომ იგი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა დირექტორიამ.

იცით თუ არა,რომ

1. XIX საუკუნეში სიმბოლო ამპერსანდი (&) ინგლისური ანბანის 27-ე ასოს წარმოადგენდა.

იცით თუ არა,რომ

1. ადრეულ პერიოდში ვენახების განსაკუთრებული სიმრავლის გამო თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო უბანს – გლდანს – „პატარა კახეთს” უწოდებდნენ.

იცით თუ არა,რომ

1. ქრისტიანთა მასობრივი დევნა რომის იმპერიაში 303 წლის 23 თებერვალს,საზღვრის ღმერთის – ტერმინუსის სადიდებელი დღესასწაულის დღეს დაიწყო.

იცით თუ არა,რომ

1. მეფის რუსეთის არმიაში მოქმედი შიდა-განაწესით,ურჩ ჯარისკაცებს მორჩილი ჯარისკაცების მწყობრში ატარებდნენ,რა დროსაც შიშველ ტანზე უმოწყალოდ სცემდნენ წყალში დამბალი ტირიფის წკეპლებით.ასეთი სახით ურჩი ჯარისკაცების დასჯას – „მწვანე ქუჩაზე გავლად” მოიხსენიებდნენ „ხატოვნად” მეთაურები.