Tag Archives: ლიტერატურა
მაქსიმ გორკის რომანიდან – “არტამონოვების საქმე”
“თუ არ სცოდე, ვერ მოინანიებ,ვერ მოინანიებ და ვერ ცხონდები. განიწმინდე სული! აბანოში დავდივართ და ხორცს ვიბანთ? კი, მაგრამ სული? სულიც აბანოს ითხოვს”.
ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმის ნაწარმოებიდან – „ჩიტი აღმოსავლეთიდან”…
„აღმოსავლეთის წინასწარმეტყველები მიხვდნენ, რომ თანასწორობის დამყარება ამქვეყნად შეუძლებელია და მათ არ ძალუძთ ამქვეყნიური სამეფოს დაყოფა-დანაწილება მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ამიტომაც ამ დაყოფაში ზეციური სამეფო შემოიტანეს და ხალხისთვის მიწისა და ზეცის დანაწილების საფუძვლად აქციეს პრინციპი – ვისაც ამქვეყნიური სამოთხე არ ხვდებოდა წილად, მას ზეციურ სამოთხეში ენახებოდა უფლება!..
ჟაკ-ანრი ბერნარდენ დე სენ-პიერის ბრწყინვალე რომანიდან – “პოლი და ვირჟინი”
“ადამიანი მხოლოდ მაშინ აღწევს თავის ბედნიერებას,თუ სხვების ბედნიერებისათვის ზრუნავს”.
მაქსიმ გორკის რომანიდან – “დედა”
1. “საწყენია,მაგრამ ადამიანს არ უნდა დაუჯერო,მისი უნდა გეშინოდეს და გეზიზღებოდეს კიდეც! ადამიანი გაორებულია.აბა,როგორ უნდა აპატიო ადამიანს,თუ ის ტყის ნადირივით მოიწევს შენზე,არა სწამს,რომ შენც ცოცხალი არსება ხარ და შენ ადამიანობას პანღურსა ჰკრავს?
კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური რომანიდან – “დავით აღმაშენებელი”
“ვინც არავისთან თათბირობს,ხშირად იგი მიიღებს საუკეთესო თათბირს.რადგან ექვსი ყურის მიერ მოსმენილი საიდუმლო ექვსჯერ ექვსი პირის მოსათხრობი გახდება ხშირად”.
ამონარიდები ნოველებიდან…
“უცნაური რამ ადგილია ეს დედამიწა! ორი რასა დასახლებულა აქ,სულიერად და რამდენადმე ფიზიკურადაც ერთიმეორისაგან სრულიად განსხვავებული: “მდიდრებად” და “ღატაკებად” წოდებული ტომი.ამ ორი სიტყვის – “მდიდრები” და “ღატაკების” – მნიშვნელობა კი ვერაფრით ვერ დავაზუსტეთ,რამეთუ ცუდად ვიცით აქაური ენა”. – (პირველი ცნობა დედამიწის შესახებ)
ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – “ემიგრანტები”
“სამწუხაროდ,ბრიყვები უფრო მეტნი არიან,ვიდრე უნდა იყვნენ”.
დანიელ დეფოს რომანიდან – “რობინზონ კრუზო”
“რა უსუსური და მერყევია ადამიანის ბუნება,განსაკუთრებით ახალგაზრდობაში,როცა იგი უარყოფს და გმობს გონივრულ მოსაზებას,რასაც,პირიქით,უნდა გაჰყვეს ხოლმე.ცოდვისა არა რცხვენიათ,მონანიებისას კი დაირცხვენენ,არ დაირცხვენენ ისეთი საქციელისათვის,რომლის გამო სულელებად უნდა ჩაითვალონ,ხოლო რცხვენიათ კვლავ სწორ გზაზე დადგომისა,რისთვისაც ისინი ბრძნად უნდა იქნენ მიჩნეულნი”.
ოტია იოსელიანის ნაწარმოებებიდან…
“მე ბევრი ნაცნობი,ბევრი ნათესავი და მოკეთე მყავს,ბევრი ნაცნობი და მეგობარი.ბევრ უცნობთან მიპურღვინია და პირველი თუ არა,მეორე ჭიქა მაინც სამშობლოს ეკუთვნის.უყვართ სამშობლო,სამშობლო,რაც ღმერთს თავისთვის სააგარაკოდ უნდოდა,სადაც ქრისტეს კალათი წაექცა და ყველა სიკეთე აქ დაუცვივდა.ასეთი სამშობლოსათვის ღვინოს კი არა,პირდაპირ სულს დალევს კაცი”.
ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან – “ანა კისერზე” და “ტრამალი”
“ერთი ჭკუა კარგია,ორი კი მთლად უკეთესი.ღმერთი ზოგ კაცს ერთ ჭკუას აძლევს,ზოგს ორს,ზოგს კი სამსაც… კი,კი,მართალია სამს.ერთი ჭკუა დაბადებით დაგყვება,მეორე სწავლით გემატება,მესამეს კი კაი ცხოვრება გაძლევს.ისე კი,ძმაო,სამი ჭკუა თუ გაქვს,სიცოცხლეს კი არა სიკვდილსაც გაგიადვილებს”.