Tag Archives: ლიტერატურა

მადლენ დე სკიუდერის შესახებ…

“ფემინიზმის” წინამორბედად ცნობილი დიდი ფრანგი მწერალი ქალი და პრეციოზული ლიტერატურული მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი - მადლენ დე სკიუდერი (1607-1701 წლები),მის მიერ დაწერილ გალანტურ-გმირული ჟანრის ნაწარმოებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ძმის – ჟორჟ დე სკიუდერის სახელით აქვეყნებდა.

რა მიზნით დაიწერა რომანი – “ქლიავის ყვავილები ოქროს ვაზაში”?

1617 წელს მინის დინასტიის ეპოქის ჩინეთში დაიწერა რომანი,სახელწოდებით - “ქლიავის ყვავილები ოქროს ვაზაში”,რომელიც გაჯერებული გახლდათ ეროტიკული სიუჟეტებით.ამაში ალბათ გასაოცარი და საყურადღებო არაფერი იქნებოდა,რომ არა აღნიშნული ნაწარმოების შექმნის უმთავრესი მიზანი და მოტივი.

მიხეილ ჯავახიშვილი – “არსენა მარაბდელის”-ს შესახებ წერდა…

გენიალური ქართველი მწერალი და გულანთებული მამულიშვილი – მიხეილ ჯავახიშვილი (1880-1937 წლები),თავის ბრწყინვალე ნაწარმოების – “არსენა მარაბდელი”-სადმი მიძღვნილ ერთ-ერთ წერილში,სახელწოდებით – “როგორ იწერებოდა “არსენა მარაბდელი”,თავისი რომანის გმირის შესახებ წერდა:

ცზინ იუნი – “ეპიზოდი”

ცზინ იუნი (ნამდვილი სახელი და გვარი – ჩჟა ლიან-იუნი) – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩინელ კლასიკოს მწერალს,რომელმაც სახელი განსაკუთრებით გაითქვა “უსია”-ს (სათავგადასავლო ჟანრი ჩინური ფენტეზისა) ლიტერატურული ჟანრის რომანების გამოქვეყნებით.

გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება”

” – ადამიანის ბევრი უგუნურება ხშირად ბრალდება ღმერთს, – განმარტა სარგისმა, – და იქნებ მართალი ახსნაც არის,რადგან ღვთის უნებურად არც რამ კეთილი ხდება ამქვეყნად და არც რამ ბოროტი,რაკი სარწმუნოება იმას გვიქადაგებს,რომ მიზეზთა მიზეზი და დასაბამთა დასაბამი ღმერთია,ჩვენც,სასოწარკვეთილების ჟამს,ყველა უბედურებისთვის ღმერთსა ვთხოვთ პასუხს.

მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „ჯაყოს ხიზნები”


„ – კაცობრიობა! კაცობრიობა! – წამოიძახა თეიმურაზმა. – ისე ახირებულხარ, თითქო კაცობრიობა მართლა არსებობდეს!

ჰერმან ჰესეს ნაწარმოებიდან – “მათხოვარი”

“მე რაც შემეხება,ჩემი მარტოობა სრულყოფილებასთან ახლოა,რადგან ისევე არ მაღელვებს იმ გარემოცვის,ვისთანაც ენით ვარ დაკავშირებული,აზრი,კრიტიკა თუ აღიარება,ბოროტი თუ კეთილი განწყობა,როგორც სიკვდილის პირას მყოფს არ აღელვებს მის მოსანახულებლად მოსული მეგობრების ყურში ნათქვამი სურვილები გამოჯანსაღების და ხანგრძლივი სიცოცხლის შესახებ.

თამაზ ჭილაძე მწერლების შესახებ…

“მწერალი ეხმარება მკითხველს სიმარტოვისა და გაუგებრობის შიშის დაძლევაში,ამით ის ძალიან ჰგავს რელიგიის მსახურსაც და ექიმსაც,მაგრამ,რადგან ცოდვა თვითონაც მრავლადა აქვს,მღვდლად არ გამოდგება,

აკაკი წერეთლის ნაწარმოებიდან – “ვარდი და ეკალი”

” – ყოველი კაცი განსხვავდება პირუტყვისაგან ზნეობის უზენაესობით,რომელიც უმეტეს ნაწილად სინდისში გამოცხადდება ხოლმე.მაგრამ თუ კაცმა ზნეობითი მხარე დასჩაგრა როგორმე და სინდისი წაიწყმინდა,მაშინ ის ყოველ პირუტყვზედაც უპირუტყვესი შეიქნება ხოლმე.

დავით კვიცარიძის რომანიდან – “ძეგლები”

“რაც გინდათ თქვით,როგორც გნებავთ ისე დამზრახეთ,მაინც ვიტყვი,დიდებული სახელია ღმერთი… მას ხომ ყველაზე უმძიმესი,ყოველნაირი ცოდვის პატიება შეუძლია,ოღონდ მონანიება შეეძლოს ადამის ძეს”.