Tag Archives: ლიტერატურა

“რიგ-ვედა”

“რიგ-ვედა” - (სანსკრიტულ ენაზე – “რგვედა”,ასევე იგი ცნობილია როგორც “ჰიმნების ვედა”) გახლავთ,უპირატესად რელიგიური ჰიმნების კრებული და წარმოადგენს პირველ,ყველაზე ცნობილ ისტორიულ ძეგლს ინდური ლიტერატურისა.

ჟან დორა

ჟან დორა - ნამდვილი სახელი – ჟან დირემანდი,დაიბადა 1508 წლის 3 აპრილს ლიმოჟში (საფრანგეთი).იგი გახლდათ დიდი ფრანგი პოეტი,ჰუმანისტი,პედაგოგი და “პლეიადის” წევრი (XVI საუკუნის საფრანგეთის პოეტური გაერთიანება,რომელსაც სათავეში უდგა პიერ დე რონსარი).

“ლუზიადები”

“ლუზიადები” - პორტუგალიურ ენაზე – “Os Lusiadas”,წარმოადგენს  უდიდესი პორტუგალიელი პოეტის - ლუიშ დი კამოენსის (1524-1580 წლები) მიერ დაწერილ,მსოფლიო მნიშვნელობის გენიალურ ეპოპეას.

პოლ პელისონი

პოლ პელისონი - ასევე ცნობილი,როგორც პელისონ-ფონტანე,დაიბადა 1624 წლის 30 ოქტომბერს მდინარე ორბზე გაშენებულ პატარა ფრანგულ ქალაქ ბეზში.იგი გახლდათ დიდი ფრანგი სწავლული და ლიტერატუტათმცოდნე XVII საუკუნისა.

ჯონ ერნს სტაიბეკი – “ეპიზოდი”

დიდი ამერიკელი მწერალი,1962 წლის “ნობელის პრემიის” და 1937 წლის “პულიცერის პრემიის” ლაურეატი - ჯონ ერნსტ სტაიბეკი (1902-1968 წლები),თავისი შესანიშნავი რომანის გმირს,რომანიდან – “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” – ითენ ალენ ჰოულს,რომელსაც ცხოვრებაზე ხელი ჩაუქნევია,გულგატეხილს ათქმევინებს:

ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ…

გენიალური ქართველი პოეტი - ნიკოლოზ ბარათაშვილი წერდა:

“მრწამს,რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის”.

თუკიდიდეს წიგნიდან – “ისტორია”

დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი, სოფისტების მოწაფე და მიმდევარი – თუკიდიდე (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 465-400 წლები), ავტორია ერთ-ერთი ისეთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული წიგნისა, როგორიც გახლავთ ანტიკური ხანის საბერძნეთის შესახებ – “ისტორია”. იგი ავტორის მიერ რვა წიგნად იქნა დაწერილი. პირველი წიგნის შესავალ ნაწილში დიდი ისტორიკოსი წერდა:

თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ძმები კარამაზოვები”

“ვაცხადებ,რომ ღმერთს პირდაპირ და უბრალოდ ვაღიარებ.მაგრამ ერთი რამ მინდა ავღნიშნო: თუ ღმერთი არსებობს და მან მართლა შექმნა ყოველივე,მაშინ,როგორც ჩვენთვის არის ცნობილი,დედამიწა ევკლიდეს გეომეტრიის შესაბამისად შექმნა,

ნესტან სულავა “ვეფხისტყაოსნის შესახებ”…

“შოთა რუსთაველის – ვეფხისტყაოსანი ქართული სულის ის მარადიული სარკე და მთელი ერის ფილოსოფიაა,რომელშიც გაცხადებულია ქართველი კაცის ისტორიული ხასიათი.ქართველი ერი დღემდე “ვეფხისტყაოსნით” ცდილობს საკუთარი არსისა და ბუნების ამოკითხვასა და შეცნობას.

ონორე დ’ იუფრე

ონორე დ’ იუფრე - დაიბადა 1568 წლის 11 თებერვალს საფრანგეთის ულამაზეს ქალაქ მარსელში.იგი გახლდათ გამოჩენილი ფრანგი მწერალი “მანიერიზმის ეპოქისა” და ავტორი შესანიშნავი პასტორალური ჟანრის რომანისა – “ასტრეა” (რომელიც ერთ-ერთ უდიდეს ძეგლად არის მიჩნეული – პრეციოზული ლიტერატურის მიმდინარეობისა XVII საუკუნეში).