Tag Archives: ლიტერატურა
იოჰან ვოლფგანგ გოეთეს რომანიდან – “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”…
“ადამიანის ცხოვრება რომ სიზმარსა ჰგავს,ეს ბევრს აღუნიშნავს და მეც ამკვიატებია ეს აზრი ბოლო ხანს.
ჰაინრიხ თეოდორ ბიოლის რომანიდან – “კლოუნის თვალთახედვა”…
“განსაკუთრებით მაწამებს ხელოვნებაზე გადაღებული ფილმები.უმეტეს შემთხვევაში,ხელოვნებაზე ისინი იღებენ ფილმს,ვინც ვან გოგის სურათში ერთ კოლოფ თამბაქოს კი არა,მხოლოდ ნახევარს გაიღებდნენ და შემდეგ ამასაც ინანებდნენ,რადგან მიხვდებოდნენ,რომ თავად მხატვარი მას ერთ საჩიბუხე თამბაქოს ფასად დათმობდა.
გურამ ბენაშვილი – ლადო ასათიანის პოეზიის შესახებ…
“ფიქრი ლადო ასათიანის პოეზიაზე ბუნებრივად უკავშირდება ლირიკის,ამ უსათუთესი ჟანრის იდუმალებას და იმ ადამიანურ აღქმას,რომლითაც ხდება იგი ძვირფასი და დაუვიწყარი.
შანდორ პეტეფი
შანდორ პეტეფი - ნამდვილი სახელი – ალექსანდრე პეტროვიჩი,დაიბადა 1823 წლის 1 იანვარს კიშკიოროშში (უნგრეთი).იგი გახლდათ ის ერთ-ერთი უდიდესი უნგრელი პოეტი,რომელიც აღიარებულ იქნა “უნგრეთის ეროვნულ პოეტად”.გარდა ამისა შანდორი წარმოადგენდა დემოკრატ რევოლუციონერს,ლიდერს უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციისა და “უნგრეთის ეროვნულ გმირს”.
ამონარიდი ვიქტორ მარი ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„ოქრო ყოველ წელიწადს, ხახუნის გამო, თავისი მოცულობის ერთ მეათასოთხასედ ნაწილს კარგავს; ამას ფულის წონის დაკარგვას უწოდებენ. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ მილიარდ ოთხასი მილიონი ოქროდან, რაც მთელი დედამიწის ზურგზე ხმარება-ბრუნვაშია, ყოველწლიურად ერთი მილიონი იკარგება.
თეოკრიტე
თეოკრიტე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 300 წელს კუნძულ სიცილიაზე,სირაკუზაში ან მის ახლო ტერიტორიაზე.იგი გახლდათ დიდი ძველბერძენი პოეტი და მწერალი.
ჟოზე მარტინიანუ დე ალენკარი
ჟოზე მარტინიანუ დე ალენკარი - დაიბადა 1829 წლის 1 მაისს მესეჟნაში – ფორტალეზასთან ახლოს (სეარას შტატი,ბრაზილია) კრეოლურ ოჯახში.იგი გახლდათ გამოჩენილი ბრაზილიელი მწერალი,დრამატურგი და პოლიტიკოსი.
კიტა აბაშიძე – შიო არაგვისპირელის შემოქმედების შესახებ…
“პირველი თვისება შიო არაგვისპირელის ნიჭისა არის ღრმა და უსასოო პესიმიზმი.იმის ნაწარმოების მიხედვით ჩვენი ცხოვრება არის შემდგარი სრულიად მოულოდნელი და უფერული შემთხვევებისაგან,ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია უაზრო და უმნიშვნელო მოვლენებზე;
“დონ კიხოტის” შესახებ…
მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური ნაწარმოები – “მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი”,თავდაპირველად გამოიცა ორ წიგნად 1605-1615 წლებში.1605 წლიდან გასული საუკუნის მიწურულამდე,მარტო ესპანეთში,ეს უდიდესი ნაწარმოები ოთხასჯერ იქნა გამოცემული.
აუზიას მარკი
აუზიას მარკი – დაიბადა 1397 წელს განდიაში,ვალენსიის პროვინცია (ესპანეთი).იგი გახლდათ ის დიდი კატალონიელი (ესპანელი) პოეტი,რომელიც ასევე ცნობილი პოეტის – პერე მარკის ვაჟი გახლდათ.