Tag Archives: ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ – ძმის აუგს ბიძაშვილს ნუ გაუმხელ, შვილო, ბიძაშვილისას მეზობელს ნუ ეტყვი, მეზობლისას კი – გადამთიელს”.
ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ამ ცხოვრებაში ყოველივეს კადრულობენ”.
ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ყოველ ქვეყანას თავისი საზრუნავი და პოლიტიკა აქვს და მეორე ქვეყნის ბედი ფეხებზე ჰკიდია. ასე არიან ადამიანებიც”.
ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ – მე მგონია, ყველანი ადამის ჩამომავალნი არა ვართ. ზოგი თუ ადამიანის შვილია, ზოგი დათვისაა, ზოგი – ღორისა, ზოგი – სახედრისა…”
ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„სიმართლე ისეთი ოქროა, რომელსაც ყველა ჩემობს”.
ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„მოკვდავ კაცს არა ხელეწიფება ადამიანის სულში ხელის ფათური. შენ კაცო, ვინ ხარ? უფლება ვინ მოგცა, სხვის სულში ხელი აფათურო და წარსტაცო ყოველივე, რაც მას ახარებს?! მის ნაცვლად კი შენს სიხარულზე მიუთითო და ანუგეშო, სიხარულად ეგ გეყოფაო?!”
ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„სიბერე და ზამთარი ერთურთს ჰგვანებია. შემოგიტევს, ცოტათი აგიცივდება და ისევ დაგითბება… უფრო ძალუმად შემოგიტევს… გგონია, გამათავაო, მაგრამ ისევ დაგითბება ცოტახნობით…
ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„საკუთარი ტყავის გაფრთხილება ყველამ იცის”.
ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„არც ერთი მეფე, რომელსაც ქვეყნად სახელი დარჩენია, ლმობიერი არა ყოფილა. თვით დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწყინვალე. არაფერს ვამბობ ალექსანდრე მაკედონელზე და მკაცრ კეისარზე”.
ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„სანამ კაცს თავი მხრებზე ადგია, ყოველი სასჯელი მიესადაგება”.