Tag Archives: იცით თუ არა
იცით თუ არა,რომ
1. ადრეულ პერიოდებში მეზღვაურებს ჩვეულებად ჰქონდათ ეკვატორის (წარმოსახვითი გადაკვეთის ხაზი დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე) გადალახვის დროს გემბანიდან წყალში გადაეგდოთ ყველა,ვისაც მანამდე ეკვატორი არ გაევლო.აღნიშნულ ჩვეულებას,ისინი – “ნათლობას” უწოდებდნენ.
იცით თუ არა,რომ
1. თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი – შანხაი, 1849-1946 წლებში საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა და მოიხსენიებოდა,როგორც – “შანხაის ფრანგული კონცესია”.
იცით თუ არა,რომ
1. ურნანსეს დინასტიის მეხუთე შუმერი მმართველის (ლაგაშის მეფის) – ენთემენას (მმართველობის პერიოდი დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 2360-2340 წლები) არქივის მწერლის მიერ შედგენილ დოკუმენტში,კაცობრიობის ისტორიაში პირველად არის მოხსენიებული სიტყვა – “თავისუფლება”.შუმერულ ენაზე ეს ულამაზესი სიტყვა გამოითქმებოდა,როგორც – “ამარგი”.
იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,ადოლფ ჰიტლერი დასცინოდა ყოველგვარ სამართალს,მართლმსაჯულებასა და სასამართლო პროცედურებს.”მართალია ის,ვინც იმარჯვებს”, – ასეთი იყო მისი დევიზი.
იცით თუ არა,რომ
1. სიკვდილით დასასჯელ ამაზრზენ მოწყობილობას – “გილიოტინას”,ფრანგი ხალხი,ქვეყანაში განვითარებული საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში – “ეროვნულ სამართებელს” უწოდებდა.
იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,”წითელი იმპერიის” ზეობის ხანაში – რწმენის,მართლმადიდებლური ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა.საქართველოში პატრიარქად გახდომას კი განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდებოდა.სწორედ ამიტომ იწყებდნენ ამ მძიმე და საპატიო ადგილზე ღვთისმსახურებას უწმინდესნი და უნეტარესნი შემდეგი სიტყევბით: “დღეს მე ავდივარ გოლგოთაზე”.
იცით თუ არა,რომ
1. იაპონიაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,იმ შემთხვევაში თუკი სასოწარკვეთილი ადამიანი მატარებელს ჩაუვარდება და ამ მეთოდით დაასრულებს სიცოცხლეს,რკინიგზის მმართველ კომპანიას უფლება აქვს თვითმკვლელის ოჯახის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და მისგან ის თანხა გამოითხოვოს,რაც კომპანიას ამ ამაზრზენი ფაქტის ადგილას წარმოებულ გაწმენდით სამუშაოებზე ესაჭიროება.
იცით თუ არა,რომ
1. ლოცვების წასაკითხად საგანგებოდ დაქირავებულ ადამიანებს – “მავედრებლებს” უწოდებდნენ.
იცით თუ არა,რომ
1. აშშ-ი,კერძოდ არიზონას შტატის ქალაქ მოუჰეივ ქაუნთიში – საპნის ქურდობაზე დაჭერილი პიროვნება ვალდებულია,მანამ დაიბანოს ხელები მის მიერ მოპარული საპნით,სანამ ის სრულიად არ დაილევა.
იცით თუ არა,რომ
1. რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ კატორღაში გადასახლებულები,რომელთაც თავიანთ სახლ-კარში დაბრუნების ყოველგვარი იმედი ჰქონდათ გადაწურული,საკუთარი თავის შესახებ დანანებით ამბობდნენ – “მკვდრები სასაფლაოდან არ ბრუნდებიანო”.