Tag Archives: ციტატები
გიორგი სიჭინავა წერდა…
„ძალა და უფლება პირველ რიგში იმისთვის სჭირდება ადამიანს, რომ განუკითხავი იყოს”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ბრბო რეგვენია… მოგკლავენ, როგორც ეშმას და მერე… გიგლოვებენ, როგორც უცოდველს!”
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ – მე დავხატე ადამიანები ისეთი, როგორიც სინამდვილეში არიან. ჩემი ტილო იყო ნამდვილი სარკე. შიგ ჩაიხედეს და მოსაკლავად გამომეკიდნენ…”
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ბავშვობა, სანამ ბავშვი ხარ, მაშინ უნდა ნახო და მერე, მთელი სიცოცხლე, იმით უნდა იცხოვრო. როცა უშოვარია, შოკოლადის მაგიერ,
ოტია იოსელიანი წერდა…
„თურმე არაფერი ხდება შემთხვევით და ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც უნდა იყოს”.
ოთარ ჭილაძე წერდა…
„მშობლის მიერ ერთხელ უკვე განვლილ გზას, ძალიანაც რომ მოინდომოს, ძალაც რომ მოსდევდეს საამისოდ, ვეღარავინ გაივლის ხელმეორედ, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, ამქვეყნიდან ყველა თავის გზიანად რომ ქრება”.
ბესიკ ხარანაულის ნააზრევი…
„სიკეთე ყველაზე ფრთხილად უნდა აკეთოს კაცმა, დიდი ჭკუა უნდა სიკეთის მქნელსა, ვის უკეთებ, რატო უკეთებ, შენ რომ გსიამოვნებს, ეგ არ კმარა, გარჩევა უნდა და სიბრძნე…”
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ვინმეს გასაჭირს ან ცუდ საქმეს თუ დაინახავ, გულმა როგორც გითხრას, ისე მოიქეცი და ის შენი საქციელი რასაც მოიტანს, მისი უკმაყოფილო ნუ იქნები”.