Tag Archives: ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„სინდისი ნამეტანი კაი საქონელია”. – ოტია იოსელიანი (სანამ ურემი გადაბრუნდება)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„თუ ერთმა გითხრას – ბრმა ხარო, შეებრძოლე. ორისას – არ დაუჯერო. თუ სამმა გითხრას – შეყოყმანდი, მაგრამ თუ მეშვიდემაც გაგიმეორა – თვალები დაჰხუჭე და საქვეყნოდ აღიარე: დიაღ, ბრმა გახლავართ!” – მიხეილ ჯავახიშვილი (გივი შადური)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – ესეც იცოდეთ – მხოლოდ ზნემაღალნი, დიდსულოვანნი უძლებენ დრო-ჟამის ვარამს… არ იმღვრევიან, არ მწარდებიან, არ კნინდებიან!” – ლევან გოთუა (გმირთა ვარამი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„რაც არ უნდა მოხდეს ადამიანში, ის მაინც ძალუმად ებღაუჭება სიცოცხლეს, მის შესანარჩუნებლად ათასგვარ გზებსა და ხერხებს ეძებს; სხეულის დათმობა უფრო უჭირს, რადგან სულიერი ცხოვრების გემო და მადლი ვერ შეუგრძვნია”. – გიორგი სიჭინავა (აღათია)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„კაცია რჯულად გასაწყვეტი, ქალი დაანახვე და მუნჯი ოქროპირად გადაიქცევა”. – ოტია იოსელიანი (ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – მაცდურია დედაკაცი, მაცდური. ამისმა შვილმა ქვეყანა ამოაგდო და მე იმის სახლში პურსა ვჭამ.

- დედაკაცი კი არა, ღვინოა მაცდური, მამაო, – სავსე ჯამი ჩამოართვა მონადირემ, – დედაკაცს მადლობის მეტი არა ეთქმის რა.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„დავიწყება და არარსებობა ერთი და იგივე არ არის. დავიწყებული ოდესმე მაინც შეგახსენებს თავს, ხოლო არარსებული, თუკი დაგჭირდა, უსათუოდ უნდა შეთხზა”. – არჩილ სულაკაური (ხიდი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – როგორი მორწმუნე ხართ, ამას ღმერთი განსჯის და არა ადამიანი”. – დევიდ უეისი (შიშველი მოველ ამქვეყნად)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„გაივლის წლები, მოვა სხვა დრო, სხვა თაობა და ის დრო მკაცრად გაგვასამართლებს. ვერ მოვუარეთ და ვერ ვუპატრონეთ ჩვენს ქვეყანას.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ფულს ღორიც არ ჭამს, იმნაირი გლახა სუნი აქვს”. – რევაზ მიშველაძე (პროვინცია)