ალექსანდერ ჰუმბოლდტი – „ეპიზოდი”

„ახალი მსოფლიო ბევრად უფრო დიდ ვალშია ამ გენილაური მეცნიერის წინაშე, ვიდრე ერთად აღებული ყველა კონკისკადორის წინაშეო”, – ასეთი სახის ჩანაწერი გვხვდება ვენესუელის ეროვნული გმირის – სიმონ ბოლივარის დღიურში „მეცხრამეტე საუკუნის არისტოტელედ” წოდებული დიდი გერმანელი ბუნებისმეტყველის, გეოგრაფისა და მოგზაურის – ბარონი ფრიდრიხ ვილჰელმ ჰენრიხ ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის (1769-1859 წლები) შესახებ.

ჯეკ ლონდონი – „ეპიზოდი”

გენიალური ამერიკელი მწერლის – ჯეკ გრიფიტ ჩეინის (1876-1916 წლები), იგივე – ჯეკ ლონდონის დედა – ფლორა უელმანი (1843-1922 წლები) არა მხოლოდ სპირიტიზმითა და ეზოთერიზმით იყო გატაცებული (ირწმუნებოდა, რომ სულიერად ერთ-ერთ ინდიელ ბელადთან იყო დაკავშირებული), არამედ ინტრიგებისა და ავანტურებისადმი მიდრეკილი ერთობ რისკიანი ქალიც იყო.

დიოგენე სინოპელი – ანტისთენე

ერთ წვიმიან დღეს, კინიკური სკოლის ფუძემდებლის, გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსის – ანტისთენეს (ძვ.წ.აღ-ით 444-360 წლები) ათენში განთავსებული ქოხის კარზე დაძონძილ საწვიმარ ლაბადაში გამოხვეულმა მკვრივი აგებულების მქონე მამაკაცმა ხელჯოხით დააკაკუნა.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„იმისათვის, რომ არაფერი დაკარგო, არაფერი უნდა გქონდეს”.

ფრენსის ბეკონი – „ეპიზოდი”

იმისათვის, რომ ემპირიზმის ფუძემდებელ სახელოვან ინგლისელ ფილოსოფოსს, ისტორიკოსსა და პოლიტიკოსს – ფრენსის ბეკონს (1561-1626 წლები) თავი დაეღწია სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნისათვის და კარიერული წინსვლისათვის მიეღწია, მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური ქორწინების აქტი გაეფორმებინა.

ამონარიდები ენ ვეტემაას რომანიდან – „პილიმეესი”

„ო, დამიჯერეთ, კეთილო ხალხო, გადამწყვეტი წამი მუდამ უსწრებს მოქმედებას… მერე კი, მერე ვეღარაფრით დაგვიდგენია, მაინც როდის წამოგვეწია ის წამი”…

დანტე ალიგიერის პირადი ცხოვრება…

პირმშვენიერი ბეატრიჩე პორტინარის დაქორწინების შემდეგღა გაათვითცნობიერა კარგად იტალიური სალიტერატურო ენის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, გენიალურმა იტალიელმა პოეტმა, მოაზროვნემ და ღვთისმეტყველმა – დანტე ალიგიერიმ (1265-1321 წლები), თუ რაოდენ განუზომლად ჰყვარებია იგი.

ნოსტრადამუსი – „ეპიზოდი”

XVI საუკუნეში ასტროლოგთა და წინასწარმეტყველთა მომსახურება ერთობ ძვირი სიამოვნება იყო. თვით ასტროლოგთა და წინასწარმეტყველთათვის კი, ფრიად საძნელო საქმედ მიიჩნეოდა ბაზარზე დამკვიდრება და წარმატების მიღწევა.

გი დე მოპასანი – „ეპიზოდი”

ცნობილი მექალთანის, გენიალური ფრანგი მწერლის – გი დე მოპასანის (1850-1893 წლები) საცხოვრებელი ბინის მორთულობა მართლაც რომ სრულად ამართლებდა პატრონის ჭეშმარიტ ბუნებას.

ზიგმუნდ ფროიდი – „ეპიზოდი”

ფსიქოანალიზის ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ავსტრიელ ფუძემდებლს – ზიგმუნდ სოლომონ ფროიდს (1856-1939 წლები) მისი თანამედროვეების დიდი ნაწილი იმ თაღლითად და ყალთაბანდად მიიჩნევდა, რომელიც საკუთარ თავს საზოგადოებას მედიცინის შესანიშნავ მცოდნედ აცნობდა.