ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”

„ძმათა და სისხლის ნათესავთა შორის ატეხილ ბრძოლაზე შემზარავი ქვეყნად არაფერია – უცხონი არასოდეს ებრძვიან ერთმანეთს ისე დაუნდობლად, როგორადაც ურთიერთგადაკიდებული ნათესავ-ახლობლები”.

ანდაზები

„ზაფხულში გველის შეშინებული, ზამთარში თოკს ერიდებოდაო”.

სერგო კლდიაშვილი – „იცი, რა ქვეყანაა საქართველო?”

„ – იცი, რა ქვეყანაა საქართველო? არ ვიცი, როგორ ვთქვა, არ ვიცი, რას შევადარო შეუდარები!

ამონარიდები ალექსანდრე კიკნაძის რომანიდან – „იბერიის ლეგენდა”

„ცხოვრებას ერთი შესანიშნავი თვისება აქვს – თავისი ადგილი მიუჩინოს ყველა გაყოყოჩებულსა და ქედმაღალს”.

ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”

„უცნაურია სწავლამოძალებული ადამიანი: როგორც კი გათვითცნობიერდება, მაშინვე უნდა იმ ცოდნის გამომჟღავნება – სხვასთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ქვეყნად ყველაზე რთული და ძნელი საქმე სიმართლის ანუ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი სიმართლე ფეხებზე ჰკიდია შენს განმსჯელს”.

ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებიდან…

„რანაირია ადამიანი? ცუდს თითქოს გაურბის, აძაგებს, ცდილობს მოსპოს ცუდი; ხსოვნით კი ცუდი უფრო ახსოვს, ვიდრე კარგი”. – (ალკიბიადესი)

ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”

„ – ეჰე, ეგრე ყოფილა ოდითგან – ყველამ თავისი მკვდარი უნდა იტიროს, ყველამ თავისი ძეობა ილხინოს, წისქვილმა კი ფქვას და ფქვას”.

ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „კახაბერის ხმალი”

„ქალის ენა მდინარეს შემოუვლის”.

ანდაზები

„ძალიან მაღლა ნუ აიწევი, მაღლა ღმერთიაო”.