ამონარიდები ნიკო კეცხოველის წიგნიდან – „მეცხრე მთაც გადავიარეთ”

„ცხოვრებას კი არ უნდა მიჰყვე, ზოგჯერ უნდა გაასწრო კიდეც”.

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”

„სიმართლის ხმამაღლა წარმოთქმა უფრო ძნელი ყოფილა, ვინემ ხმალამოწვდილ მტრებთან შერკინება”.

ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობებიდან…

„გასახარელი ამბავია, რომ ზოზინით მიდის და ძალზე იგვიანებს ხოლმე, თურმე სამწუხარო და საუბედურო ელვის სისწრაფით მიეახლება ადამიანს”. – (ისიკუმბა)

ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”

„ხალხის ბატონი ის არის, ვინც მისივე მსახურია”.

Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„ვსვამ, და მერე რა, რომ ვსვამ? ყოველი პატიოსანი კაცი სვამს და ყოველი ლოთი, პატიოსანი კაციაო, – ერთი მწერლის თქმისა არ იყოს. როცა ჩავუკვირდები ჩვენს გონებრივ და ზნეობრივ სიღატაკეს, როცა ყოველივე ადამიანურ უფლებას გათელილს წარმოვიდგენ,

ნიკო ლორთქიფანიძე წერდა…

„დიდი ხანია უკვე მივხვდით, რომ ყოველისფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერი თავის ადგილზე კარგია”.

ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”

„მშიერი კაცი მშიერ ძაღლზე უარესია”.

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„თუ მოინდომებ კაცი, თურმე, პატარა ხუხულას კი არა, ცაზე მისადგმელ კიბეს იშოვი”. – ( ცვრიან ბალახზე)

ამონარიდები ალექსანდრე კიკნაძის რომანიდან – „იბერიის ლეგენდა”

„განშორება სიყვარულისათვის იგივეა, რაც ქარი ცეცხლისთვის – სუსტს აქრობს, დიდს კი უფრო აძლიერებს”.

ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობებიდან…

„რა დამღლის ვიარო წმინდა ქართულ მიწაზე, რა დამღლის ვუცქირო ჩემი ქვეყნის ცასა და მზეს! ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა ვინატრო!” – (სოფლის გზაზე საქართველოში)