„არაპატრიოტული ხილი”

საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ 1930-იან წლებში გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში ერთობ აქტიური ბრძოლა გაჩაღდა ისეთი უძველესი მრავალწლოვანი ყვავილოვანი მცენარის უგემრიელესი ნაყოფის წინააღმდეგ,როგორიც გახლავთ – ბანანი.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„თვალებით შეიძლება ბევრს უყურო,გულით მხოლოდ ერთს”.

გალაკტიონი – „ეპიზოდი”

„ – მე ზღვა მიყვარს ძალიან,ზღვა და მზე.ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე.სახლი მაქვს სოხუმში,ხომ იცით.ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში,ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე…

„დამაკვირდი”

„არც ერთ ეპოქას არ ჰქონია იმდენი სხვადასხვაგვარი ცოდნა ადამიანის შესახებ,როგორც თანამედროვეობას,მაგრამ არც ერთ ეპოქას არ სცოდნია ისე ცოტა,თუ რა არის ადამიანი,როგორც დღევანდელს…” – მარტინ ჰაიდეგერი

ივანე შიშკინი – „ეპიზოდი”

ძველი სტილით 1898 წლის 20 მარტს სანკტ-პეტერბურგში, 66 წლის ასაკში,ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა გენიალური რუსი მხატვარ-პეიზაჟისტი და გრავიორ-აკვაფორტისტი – ივანე შიშკინი (1832-1898 წლები).

შარლ ბოდლერი – „ეპიზოდი”

გასაგები მიზეზების გამო სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე გასული გენიალური ფრანგი პოეტი,ესეისტი და სიმბოლიზმის ფუძემდებელი – შარლ ბოდლერი (1821-1867 წლები) თავისი დაავადების შესახებ მრავლისმეტყველად დუმდა (იგი სიფილისით იყო დაავადებული),თუმცა-კი შენიშნავდა,რომ ხშირად ხდებოდა სულის შეხუთვის,თავბრუსხვევის,თავის ტკივილისა და გადაულახავი აპათიის მსხვერპლი.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ერთ-ერთ გენიალურ ფრანგ მხატვარს ძალიან უყვარდა ღამით მუშაობა კაბარეებსა და საროსკიპოებში.პარიზის ღამის ცხოვრების რეალურმა აღწერამ ხელოვანს დიდი სახელი შესძინა,თუმცა კი ჯანმრთელობა ერთობ შეურყია: სვამდა ბევრს და ეძინა ცოტა.

ენტონი ტროლოპი – „ეპიზოდი”

გათენებისას,დილააადრიან მუშაობის დაწყების პრაქტიკამ, XIX საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ინგლისელ მწერლად აღიარებული – ენტონი ტროლოპი (1815-1882 წლები) ერთობ ნაყოფიერ ავტორად აქცია.

გალაკტიონი – „გახსოვდეთ,რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი…”

„უნდა ეცადოთ,რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებათ წარმოიდგინოთ.უნდა ჩაჰკლათ მწუხარება გულში.ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია,რომ არავითარი ფასი არ ექნება მას,თუ ისე არ გავატარეთ,როგორც ჩვენ გვსურს…

უისტენ ჰიუ ოდენი – „ეპიზოდი”

ინგლისური წარმომავლობის მქონე დიდი ინგლისელი პოეტისა და პოეზიაში პულიცერის პრესტიჟული პრემიის ლაურეატის – უისტენ ჰიუ ოდენის (1907-1973 წლები) ცხოვრების უმთავრესი იდეაფიქსი გახლდათ: პუნქტუალურობა.