Tag Archives: იცით თუ არა
იცით თუ არა, რომ?!
1. ვენეციელ მეხანძრეებს ქალაქში არსებული არხებიდან ზღვის მარილოვანი წყლით შენობა-ნაგებობებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ოფიციალურად აქვთ აკრძალული,
იცით თუ არა, რომ?!
1. ცნობილ ირანელ მოჭადრაკე ქალს – დორსა დარაჰშანს ირანის საჭადრაკო ნაკრების წევრობაზე მხოლოდ იმის გამო ეთქვა უარი, რომ მან კატეგორიული უარი განაცხადა – ჰიჯაბის ტარებაზე. სამაგიეროდ იგი, ამერიკის შეერთებული შტატების საჭადრაკო ნაკრებში იქნა აყვანილი.
იცით თუ არა, რომ?!
1. ლეგენდად ქცეული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის – სერ უინსტონ ჩერჩილის უმშვენიერესი გარეგნობის მქონე დედას – ჯენი ჯერომ-ჩერჩილს – მაჯაზე დრაკონის ტატუ ჰქონდა დატანილი.
იცით თუ არა, რომ?!
1. სპარტელებს უამრავი ილოტი მონა კი ჰყავდათ, თუმცა პირად საკუთრებაში მათი ყოლიების უფლება არც ერთ მათგანს არ გააჩნდა, რადგან მონები სპარტაში – „სახელმწიფო საკუთრებას” წარმოადგენდნენ.
იცით თუ არა, რომ?!
1. ციმბირის უმკაცრეს კლიმატურ პირობებში მსჯავრდებულების გაკატორღებას სანამ მეფის რუსეთი და შემდგომ, საბჭოთა კავშირი მიჰყოფდნენ ხელს, მანამდე გაციმბირებით მსჯავრდებულებს XIII-XV საუკუნეებში სჯიდნენ ოქროს ურდოს ფეოდალურ სახელმწიფოში.
იცით თუ არა, რომ?!
1. ვეფხვის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობის – „ამურის ვეფხვის” მკვლელობა ადამიანის მკვლელობასთან არის გათანაბრებული ჩინეთში და სასჯელიც შესაბამისი გააჩნია – სიკვდილით დასჯა.
იცით თუ არა, რომ?!
1. ინგლისის ცოლთმოძულე მეფე – ჰენრი VIII ტიუდორი სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს იმდენად გასუქდა, რომ მისი უდიდებულესობის წონამ – 177 კილოგრამს მიაღწია.
იცით თუ არა, რომ?!
1. მართვის პირველი მოწმობა ისტორიაში, რომელსაც „მექანიკური ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობის სერთიფიკატი” ეწოდა, გაცემული იქნა პარიზში 1893 წელს.
იცით თუ არა, რომ?!
1. პირველი პანდემია, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული, უძველეს ანატოლიელ ხალხში – ხეთებში დაფიქსირდა ჯერ კიდევ 3 500 წლის წინათ.