Tag Archives: სხვა

ფილიპე გოგიჩაიშვილი – “ქართველების თვისების შესახებ”…

“მართლაც ჩვენ,ქართველები,ისე პატარა ხალხი ვართ,რომ ყველანი – ასე ვთქვათ – ერთმანეთს ვიცნობთ პირადად.ისე ახლოსა და ისე ხშირად ვხედავთ ერთმანეთს,რომ დაწვრილებით ვიცით ერთმანეთის ავი და კარგი,

“ნოსტალგია” – (ეპიზოდი)

ნოსტალგია – ბერძნული წარმომავლობის მოქნე სიტყვაა და “სამშობლოში (შინ) დაბრუნების ტკივილს (სევდას)” აღნიშნავს.ნოსტალგია,შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას წარსულისა და სხვა რიგი მოვლენების მიმართაც,თუმცა ძირითადად მაინც სამშობლოში დაუბრუნებლობისაგან გამოწვეული სევდის გამომხატველ ტერმინად მიიჩნევა.

რევაზ ინანიშვილის ნააზრევი…

“ვწევარ თუ ვდგავარ,ვზივარ თუ დავდივარ,დღეა თუ ღამეა,თვით ძილშიაც კი,ვიღაცებს ვეკამათები ჩემი ქვეყნისა და ხალხის ავ-კარგზე.აი,რა არის მიზეზი,რომ ცოტას ვწერ.აი,რა არის მიზეზი,რომ საშინლად ვიღლები.ეს იქნება მიზეზი ჩემი აღსასრულისაც.სადღაც უთუოდ გასკდება გული”.

ვაჟა-ფშაველა წერდა…

“იქ ვინ ნახა თავისუფლება,საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან,არც მაუბნებენ,არც მამღერებენ,არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდე?! – სხვას არაფერს,გარდა ზიზღისა,მძულვარებისა.

ნოდარ დუმბაძე – “ბავშვის როლი მშობლების აღზრდის საქმეში”

„მამებო! არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე თქვენგანის შვილი მიუახლოვდეს ბაბუას (თქვენს მამას) და ჰკითხოს:

ბესიკ ხარანაულის მოსაზრებები…

“შეყვარებულები უნდა ემსგავსონ აჩრდილებს,რომ სხეულით ერთმანეთი არ დააძიმონ.შეყვარებულები უნდა ემსგავსონ ფრინველებს,რომლებიც მიფრინავენ და მოფრინავენ და ვერავინ მოსთხოვთ,რომ ერთ ადგილზე ებან”.

მიგელ დე სერვანტეს საავედრა ამბობდა…

“ჩემი ცხოვრება და ჩემ მიერ ჩადენილი საქმეები – აი,ჩემი სისხლის სიწმინდის საბუთები; ადამიანს გამოაჩენს საქმენი მისნი.თქვენ გინდათ იმის საბუთები,რომ ჩემში წმინდა სისხლი ჩქეფს? გავიწყდებათ ესპანელი ჯარისკაცების დამსახურებანი.მე ვდგავარ აქ,თქვენ წინაშე, და მოგაგონებთ,შეხედეთ ამ ხელს,ეს ხელი შევწირე ესპანეთის დიდებას.თქვენ გაინტერესებთ,თუ როგორი სისხლი მაქვს? გადაფურცლეთ ჩემი ცხოვრება და იქ ამოიკითხავთ!

გურამ რჩეულიშვილის “დღიურიდან”…

„მსოფლიოში არსებობს ორი სახის მელანქოლია: დასავლურ-ევროპული ამერიკულითურთ და საბჭოური.იქით სატირა მთლიანად შესცვალა უაზრო ანგლობამ,უშტრიხო ხუმრობამ და უგრძნობო აზრმა,სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე სრულიად დაუფარავად იპარება საშინელი სიცარიელე,დაღლილობა,უმწეობა,

“შავი იუმორი”

“შავი იუმორი” – წარმოადგენს ცინიზმითა და კომიკური ეფექტით გაჯერებული იუმორის იმ ერთ-ერთ სახეობას,რომელიც ძირითადად მიძღვნილია სიცოცხლისათვის საშიში ფაქტორების,ძალადობის,ომის,რასიზმის,სუიციდის,ფიზიკური ნაკლის,ავადმყოფობის,ჯანმრთელობისა თუ სხვა მსგავსი მგრძნობიარე თემებისადმი.

მაო ძედუნი წერდა…

„ნებისმიერი სახის დაძალება მხოლოდ იმას მოიტანს, რომ წამოწყება წარუმატებლად დასრულდება”.