Tag Archives: ლიტერატურა
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„თუ ერთმა გითხრას – ბრმა ხარო, შეებრძოლე. ორისას – არ დაუჯერო. თუ სამმა გითხრას – შეყოყმანდი, მაგრამ თუ მეშვიდემაც გაგიმეორა – თვალები დაჰხუჭე და საქვეყნოდ აღიარე: დიაღ, ბრმა გახლავართ!” – მიხეილ ჯავახიშვილი (გივი შადური)
ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიიდან – „დავით აღმაშენებელი”
„ – სიბერეს მრავალ სიავესთან ერთად ერთი ჭირიც თანა სდევს, ვეჟო. მას, ვინც ბერდება, აგრე ჰგონია, ჭკუა მემატებაო, ხოლო მასზე უმცროს თანამედროვეებს ეოცნებებათ: ჩვენ გვემატება ჭკუა და მას აკლდებაო”.
ამონარიდები ილიას ესენბერლინის რომანიდან – „შელოცვილი მახვილი”
„ყველაფერი გადაჭარბებული, ჩვეულებრივ, ეჭვს იწვევს”.
ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…
„ – ერთი შეხედვით კი არა, ასი შეხედვით ვერ ამოიცნობ, ვინ რა არის, რას აკეთებს, რას საქმიანობს, რა უდევს გულში, სად გაქებს და სად გითხრის სამარეს”. – (გორგალი)
სანჩო პანსას მონოლოგი „დონ კიხოტი”-დან…
„ – ბატონებო, ახლა კი მივხვდი, რომ მსაჯულები და გუბერნატორები ბრინჯაოსაგან უნდა იყვნენ ჩამოსხმულნი, თორემ აბეზარი მთხოვნელები სულ მალე მოუღებენ ბოლოს.
ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ – თვალი მაცდურია! ზოგჯერ გგონია, კაცს ელაპარაკები, სინამდვილეში კი ძაღლთან გაქვს საქმე!”
ამონარიდები ილიას ესენბერლინის რომანიდან – „შელოცვილი მახვილი”
„ვინც სიფრთხილის გარეშე ლაპარაკობს, იგი ავადმყოფობით არ მოკვდება!”
ამონარიდები ჟოზე სარამაგუს რომანიდან – „სიბრმავე”
„თავად უნდა დაბრმავდე, თუ გინდა გაიგო, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა”.
ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ – პურია ყველა სატკივარის წამალი”.
ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ისეთი რამე არც უნდა გინდოდეს, რასაც არავინ მოგცემს!”