Tag Archives: სხვა
ნიკო ნიკოლაძის მოსაზრება…
“ჩვენი მამული გიყვარდესო, – აი,რით ამპარტავნობს დღეს ჩვენებური კაცი.ეს სწორედ იმას ჰგავს,ამპარტავნობა იმით,რომ დავიწყო – წმინდა ჰაერი მიყვარს,ან პური,ან წყალი მეთქი.ვის არ უყვარს თავისი მამული? სად მოიძებნება იმისთანა ქმნილება,რომელსაც დაბადებიდანვე თანდაყოლილი არ ჰქონდეს ამისთანა გრძნობა?
არჩილ ჯორჯაძე – “დიმიტრი ყიფიანის შესახებ”…
“ეს დღე ქართულ ეროვნულ თვითშემეცნების ისტორიაში ისტორიულ დღედ დარჩება… ერთი საფეხურით წინ წავდექით,ჩვენდა მოულოდნელად ერთად ვიგრძენით თავი,თვით-შემცნე და თვით-შემგნე ერად.
სოლომონ დოდაშვილი – “უმანკოება”
“სიხარული ბრწყინავს თვალთა შინა მისთა. – იგი განიღიმავს მსგავსად გაზაფხულის დილისა. – ბრტყელსა შუბლსა მისსა გამოიხატების სულიერი სიმშვიდე და განსვენებულება. – დაუჭკნობარნი ვარდნი და ზამბახნი ჰყვავიან მის ღაწვთა ზედა. – ახოვნება მისი ემსგავსების სწორესა შტოსა ნარნარის ნარგიზისასა. – ცელქნი ნიავნი გარემო შეფრფინვიან მას,შემოსენ ლბილსა,სპეტაკსა სამოსსა და მასზედა აღქრფვევენ განშლილთა თმათა მისთა.
ჯორჯ ბაირონის შესახებ…
“ოჰ! რა შავის ფიქრების კაცი გახლდათ ეს ახირებული,დაუდგრომელი მსახური აპოლონისა!… ცხოვრება მისთვის მთლად ერთად ერთს საწამლავის ფიალას წარმოადგენდა:
ესტატე მჭედლიძის (ბოსლეველის) ნააზრევი…
“ზოგს ენა – ნაჭერი ხორცისა პირსა შინა ჰგონია.მე ამას გამოუცდელ ყრმათათვის ვამბობ,თვარა სხვებმა გამოცდილებით იციან,რომ – ენა ჩემი მტერ ჩემდა არს…
“დიდი ქართველები” – კიტა აბაშიძის შესახებ წერდნენ…
“კიტა აბაშიძე იყო ერთი საუკეთესო რაინდთაგანი იმ ცნებისა,რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწოდებთ.მან შექმნა ისეთი კულტი საქართველოს თაყვანისცემისა,რომელიც არ შეუქმნია არცერთს ქართველ პატრიოტს მანამდე.
სულხან-საბა ორბელიანის განმარტება “ამპარტავნებისა”
“ამპარტავნება” – ამპარტავანი ეს არს თავისის ნაქმარის მამწონებელი და უმსგავსო დიდების მოყვარე,გულმაღალი და სწავლის მოთაკილე.
ნიკოლოზ I გულაბერისძე – “საკითხავი სვეტისა ცხოველისაჲ”
“რომელნიმე ნათესავნი ლბილ და დედალ და ფრიად მოსწრაფე ენამჭერვრობისა და ფილასოფოსობისათვის და საკვირველი რაჲმე გულმოსდგინება და ტრფიალებაჲ მოუგეს გამოძიებათა რომელთათვისმე ღმრთისათაცა და კაცობრივთა და ყოველთავე დაბადებულთათვისცა და ამით უკვე სახითა რეცა მძლეობენ ყოველთა ზედა სილაღითა გონებისათა,
სულხან-საბა ორბელიანის განმარტება – “ტირილი”
“ტირილი” – ტირილიცა ესრეთ განიყოფიან: რამეთუ ცრემლი არს უხმო ოდენ ცრემლის დენა; ვაება არს,ავაჯითა და კეთილის სიტყვითა სატირალს რასმე იტყოდეს და ცრემლიოოდეს;
ალფრედ ნობელის ანდერძის შესახებ წერდნენ…
“ალფრედ ნობელის ანდერძი ხუთშაბათ საღამოს,1896 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა და ეს ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში უდიდესი მოვლენაა”…
“დოგენს ნეიჰეტერი”