თეოპომპე – “ეპიზოდი”

მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ქალაქ-სახელმწიფოს – სპარტას მეფე – თეოპომპე (მმართველობის პერიოდი – ძვ.წ.აღ-ით 786-739 წლები),რომელიც ბრძნული გონებით გამორჩეული მონარქი იყო,თავის სამეფო კარზე უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა.

იან ჟიჟკა – “ეპიზოდი”

ჩეხი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირმა და ჰუსიტური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა - იან ჟიჟკამ (1360-1424 წლები),რომელმაც 1422 წელს ჩეხეთის ქალაქ ნემეცკიბროდთან გადამწყვეტ ბრძოლაში ჯვაროსნები დაამარცხა და ქვეყნიდან განდევნა მე-3 ჯვაროსნული ომის მონაწილენი,სხვადასხვა ბრძოლებში ორივე თვალი დაკარგა.

“დიდი პონტიფიკოსი” – (ეპიზოდი)

კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი და ვატიკანის თეოკრატიული ქალაქ-სახელმწიფოს მეთაური – რომის პაპი,სხვა უამრავ ტიტულტან ერთად – “დიდი პონტიფიკოსის” ტიტულის მატარებელიც გახლავთ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ “დიდი პონტიფიკოსის” ტიტულის მფლობელები ახ.წ.აღ-ით 382 წლამდე,

ჩარლზ შიმონი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი უნგრელი მწერლისა და ფიზიკოსის – კაროი შიმონის (1916-2001 წლები) ასტრონავტი ვაჟი – ჩარლზ შიმონი (აშშ-ის მოქალაქე),რომელიც თავის მხრივ “International Software Corporation”-ის ხელმძღვანელი და “უნგრული ნოტაციის” ავტორია,მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი ტურისტია,რომელიც 2007 წელს და 2009 წლებში ორჯერ იმყოფებოდა სამოგზაუროდ კოსმოსში საერთაშორისო სადგურზე – “Soyuz TMA”-ზე.

ნიდერლანდური გვარების შესახებ – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც 1811 წელს საფრანგეთის ლეგენდარულმა იმპერატორმა და მხედართმთავარმა ნაპოლეონ I ბონაპარტმა ნიდერლანდები დაიპყო,გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც,ნებისმიერ გვარის არ ქმონე ნიდერლანდელს აუცილებლად უნდა მიეღო ის გვარი,რომელსაც თავად აირჩევდა.

“ნობელის პრემია” – (ეპიზოდი)

 ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ფიზიკოსს – ჯოზეფ ჯონ ტომსონს (1856-1940 წლები),რომელმაც პირველმა აღმოაჩინა “ელექტრონები”, 1906 წელს ფიზიკის დარგში მიენიჭა მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდო – “ნობელის პრემია”.

ნიშანდობლივი ფაქტები – ჩეხეთის რესპუბლიკის შესახებ…

ცენტრალურ ევროპაში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში – ჩეხეთის რესპუბლიკაში (ძველად – “ბოჰემია” – ავტორი გენია.ჯი),ინგლისური ენა თითქმის ყველა ჩეხმა ახალგაზრდამ იცის.

უილიამ I დამპყრობელი – “ეპიზოდი”

როგორც ოფიციალურად არის ცნობილი,ინგლისის პირველ ნორმან მეფეს უილიამ I-ს (1027-1087 წლები),მეტსახელად – “დამპყრობელი” უწოდეს.თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალურად… 

“მდუმარეთა დასი”

“მდუმარეთა დასი” – წარმოადგენდა გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსის,მისტიკოსის,ფილოსოფოსისა და “პითაგორას თეორემის” ავტორის – პითაგორა სამოსელის (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები) მოწაფეებს,რომლებსაც დაწესებული წესის თანახმად ეკისრებოდათ ხუთწლიანი დუმილი.

გრიგოლ რასპუტინის უკანასკნელი წერილი ნიკოლოზ II-ს…

“ამ წერილს ვწერ და ვტოვებ პეტერბურგში.ვგრძნობ,რომ სიცოცხლეს 1917 წლის 1 იანვრამდე (მოკლულ იქნა 1916 წლის 16 დეკემბერს – ავტორი გენია.ჯი) გამოვეთხოვები.თუკი მომკლავენ დაქირავებული მკვლელები,ამ შემთხვევაში რუს გლეხებს,ჩემს ძმებსა და თქვენ მეფეო,საფრთხე არ გემუქრებათ.დარჩებით ტახტზე,იმეფებთ და შვილებზეც არ გექნებათ სადარდებელი.