Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ნურავინ იტყვის, ბატონო, ვიცნობ ადამიანსო. ისეთს მოიმოქმედებს კაცი ხანდახან, თვითონ ვერ გაუგებს თავის საქციელს გასაგისს და სხვა მიუხვდება? ამიტომ აღარ მიკვირს ქვეყანაზე არაფერი. ვერავინ გამოიცნობს წინასწარ, რას ჩაიდენს ადამიანი”. – (კითხვა-ძახილის ნიშანი)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„აკრძალული ხილის გემო ადამის ნაშიერს ჩვენს დღეებამდე მოჰყვა”. – (დაუოკებელი)

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „რასობრივ სამსჯავროში”

„პრივილეგია ყველაზე წამბილწველი და საშიში ქრთამი ყოფილა. იგი, თურმე, ისევე რყვნის ადამიანს, როგორც ყოველგვარი ქრთამი, ყოველი უკანონო საჩუქარი…”

ამონარიდები დავით კვიცარიძის რომანიდან – „მწვანე ქალაქი”

„სასახლე და ქოხი კვლავ გვერდიგვერდ დგანან.

ამონარიდები დავით კვიცარიძის რომანიდან – „მწვანე ქალაქი”

„ენას კბილი უნდა დააჭირო, იმ ენას, რომელიც იმიტომ გიბოძა განგებამ, რომ საკუთარი აზრი საქვეყნოდ არ იბღავლო”.

ამონარიდები კნუტ ჰამსუნის რომანიდან – „მისტერიები”

„მეორეჯერ, მართლაც აღარაფერია საინტერესო”.

ამონარიდი გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ხმა მღაღადებლისა”

„ – ჩვენ, ქართველებმა თუ არ ჩავიგდეთ ხელში ჩვენივე ქვეყნის მართვა-გამგეობა, მალე საკუთარ სამშობლოში სტუმრებს დავემსგავსებით. მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველას არ ესმის,

ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ხმა მღაღადებლისა”

„ – მიწა ფულით არ იყიდება, შე უპატრონო, სისხლით და ოფლით უნდა მიწას შოვნა”.

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „რასობრივ სამსჯავროში”

„სიყალბეც ბევრჯერ ისე გულწრფელ სამოსშია გახვეული, როგორც სიმართლე!.. ასე რომ არ იყოს, განა, ამქვეყნად ვინმე მოტყუვდებოდა?!”

ამონარიდები თენგიზ გოგოლაძის მოთხრობიდან – „რითი ვჯობივარ მამაჩემს”

„ღმერთი კი უნდა იწამოს კაცმა, ნამდვილად უნდა იწამოს. საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ ყველაზე დიდი ღმერთი სიკეთეა, რომელიც კაცს მაგრად ჩასჭიდებს ხელს, ავ ზნეს მოაშორებს და ამ ქვეყანაზე პატიოსან ადამიანად ატარებს. ასეთ ღმერთს სანთლის დანთება კი არ უნდა, ასეთი ღმერთისთვის შენ თვითონ უნდა იწვოდე”.