Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდი ლევ ტოლსტოის შედევრი-რომანიდან – „აღდგომა”

„საქმიდან ჩანდა, რომ ეს ყმაწვილი მამამისმა სამუშაოდ ჩააყენა თამბაქოს ქარხანაში, სადაც ხუთი წელიწადი დაჰყო. წელს ქარხნის პატრონსა და მუშებს შორის მომხდარი უსიამოვნების გამო დაითხოვეს ქარხნიდან. ამის შემდეგ უმუშევრად დადიოდა. ჰყიდდა უკანასკნელ ტანსაცმელს და ლოთობდა.

ამონარიდები ნაირა გელაშვილის მოთხრობებიდან…

„ძაღლი როცა კვდება, სახლიდან მიდის, კაცს კი ყოველთვის შინ უნდა სიკვდილი, თანაც ძაღლისაგან განსხვავებით, სიკვდილამდე ბევრად ადრე შეიძლება მიიცვალოს”. – (მწვანე ჭიშკარი)

ამონარიდები დესპინე გელოვანის (ბანოვანის) რომანიდან – „შორეული ლანდები”

„ასეა, ცხოვრებას რომ არავინ დაგანებებს, მგლად უნდა იქცე”.

ამონარიდები დესპინე გელოვანის (ბანოვანის) რომანიდან – „შორეული ლანდები”

„ადამიანთა ვერაგობამ თვით ქრისტეს ღვთიური მოთმინებაც უილაჯო გახადა და სათნოების მქადაგებელს შოლტები მოაქნევია; ღვთის პირით სიყვარულის მღაღადებელს წყევლა-კრულვა ათქმევინა და ნუ გაგიკვირდება, თუ ჩვენებრ მიწიერმა ცოდვილებმა მტერს პასუხი მოვთხოვოთ”.

ამონარიდები ხუტა ბერულავას მოთხრობებიდან…

„ – ადამიანებო, შეხედეთ მზეს და გაზაფხულის შემობრძანებას მშობლიურ მიწაზე! თვალი მიაპყარით, რა მოკრძალებითა და კდემამოსილებით ამოდიან მიწის მკერდიდან ენძელები და იები. არ გამოგეპაროთ მერცხლების მოფრენის პირველი დღე!

ამონარიდები ენ ვეტემაას რომანიდან – „კვერცხები ჩინურად”

„ღმერთი შორსაა და, ეტყობა, მე მასაც გადაბრუნებული დურბინდით ვხედავ… მაგრამ, რაც მთავარია, ვხედავ!”

ამონარიდები ჟან-ჟაკ რუსოს რომანიდან – „ჟიული, ანუ ახალი ელოიზა”

„უკეთუ არ ძალგვიძს ჩვენი გრძნობების ალაგმვა, ჩვენი საქციელის ალაგმვა ხომ ჩვენს ხელთაა”.

„ტრაგედია გმირებით”

„ – სანამ ვიყოთ მშივრები, ბოთურია, – უთხრა ძაღლს. – მეტს ვერც შენ აიტან და ვერც მე. გაუშვი ბადეს პირი. სიტყვას გაძლევ, შორს არ წავალ. მალე დავბრუნდები, გაუშვი, ბოთურია, ბადეს პირი, – ეხვეწებოდა და თავზე ხელს უსვამდა.

ამონარიდი მარიო ვარგას ლიოსას რომანიდან – „ვაცის ნადიმი”

„ – გაგიკვირდება, რასაც ახლა გეტყვი, ჭკუის კოლოფო, – წამოიძახა მანუელ ალფონსომ დრამატულად, – როდესაც ლამაზ ქალს, მეფურ მდედრს ვხედავ, ისეთს, გონებას რომ გიმღვრევს, საკუთარ თავზე კი არა, უფროსზე ვფიქრობ.

ამონარიდები ენ ვეტემაას რომანიდან – „პილიმეესი”

„ო, დამიჯერეთ, კეთილო ხალხო, გადამწყვეტი წამი მუდამ უსწრებს მოქმედებას… მერე კი, მერე ვეღარაფრით დაგვიდგენია, მაინც როდის წამოგვეწია ის წამი”…