Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები რომენ გარის რომანიდან – „თეთრი ძაღლი”

„სინდისის ქენჯნა თქვენი სინდისის გამართულ ფუნქციონირებასა ან,საერთოდ,მის არსებობაზე მეტყველებს”.

ამონარიდები ლევ ტოლსტოის რომანიდან – „აღდგომა”

„თუ შესაძლებელია იმის აღიარება, რომ, თუნდაც ერთი წუთით ან თუნდაც რომელიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში, ქვეყნად მოიპოვება კაცთმოყვარეობის გრძნობაზე უმაღლესი რამე, მაშინ დასაშვებია ისიც, რომ ადამიანმა ადამიანის წინააღმდეგ ყოველგვარი ბოროტმოქმედება ჩაიდინოს და თავი დამნაშავედ არ იგრძნოს”.

ამონარიდი ლევ ტოლსტოის შედევრი ქმნილებიდან – „აღდგომა”

„დიახ,იმაზე ვფიქრობდი,რომ ყველა ეს მოსამსახურეები,უმეტეს შემთხვევაში,წყნარი,გულკეთილი ხალხია,მაგრამ გარდაიქცნენ ავ ადამიანებად მხოლოდ იმიტომ,რომ მსახურობენ.

ამონარიდები ალბერტო მორავიას მოთხრობებიდან…

„როგორ ფიქრობთ,რას სჩადის მგელი,როცა ლეკვები მშიერი ჰყავს? რას სჩადის-მეთქი,გეკითხებით.თვითონ გიპასუხებთ: მგელი ბუნაგიდან გამოძვრება და საშოვარზე მიდის.გამწარებული ზოგჯერ სოფელსაც ეწვევა,რომელიმე სახლში შევარდება.

ამონარიდები მიგელ ანხელ ასტურიასის რომანიდან – „დამარხულთა თვალები”

„ვაი მას, ვინც ღამით არ ფხიზლობს! ვაი მას, ვინც უცხოელს კარს არ უკეტავს! ვაი მას, ვინც დაივიწყა, რომ დაკრძალულთ თვალები გახელილი აქვთ და სამართლიანობის გაბატონების დღეს მოელიან, რათა თვალები იმ დღეს დახუჭონ და მშვიდობით განისვენონ”.

ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…

„სირცხვილი ცოტაა იმასთან,სოფელმა რომ აკლება იცის,მტრის კარს,მის ყბაში ჩავარდნა,ნიანგის ყბა სალოცავ ხატად მოგეჩვენება მერე.დიდი ყბა აქვს სოფელს!” – (ტატე)

მწვავე სატირული ამონარიდები რომენ როლანის ნაწარმოებიდან – „ლილიული”

„წესრიგის კაცი გახლავართ და პატივს ვცემ მთავრობას, – ყველა მთავრობას, რომელიც კი არსებობს, ჩემი პრინციპია კარგ ურთიერთობაში ვიყო ყველასთან, ვინც ძლიერია.

ამონარიდები რაბინდრანათ თაგორის მოთხრობებიდან…

„ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის,ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს”. – (მოჰამაია)

ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე”

„პატიოსანი ქალის ვერავითარი ტრფიალი,თვით ღვთისმოშიში მანდილოსნის სიყვარულიც კი,ერთი ბეწოთიც ვერ შეედრება ხასის თავდადებას უდიდესი ბოროტმოქმედებისადმი”.

ამონარიდი ონორე დე ბალზაკის გენიალური ქმნილებიდან – „კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე”

„კაცობრიობის უდიდეს დრამაში კაენი წინააღმდეგობის გამომხატველია.თქვენც ადამის შთამომავალი ხართ,კაენის ძეთა ნაშიერი,ხოლო კაენის მოდგმის გულში ეშმაკი მუდმივ აჩაღებს კოცონს,რომლის ნაპერწკალიც თავდაპირველად ევას მოხვდა.