Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“არც ერთი საქმის გადადება და ყიორი არ ვარგა,მაგრამ სიკვდილის საქმე ისეთი რამეა,რომ მუდამ გადადებული სჯობია”. - დემნა შენგელაია (ბათა ქექეია) 

ამონარიდები კოტე ჯანდიერის მოთხრობიდან – “დაპატიჟება კინოში”

” – ჩემო კარგო,კალიგულას იმედის მოსპობა რომ არ მოენდომებინა,ყოველვარ მხეცობას აპატიებდნენ.სწორედ ეს ვერ აპატიეს და ხმლებით აჩეხეს”.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს. ეს არის და ეს.” - ოსკარ უაილდი (დორიან გრეის პორტრეტი)

ამონარიდი ოსკარ უაილდის რომანიდან – “დორიან გრეის პორტრეტი”

“ადამიანის ცხოვრება ისე ხანმოკლეა,რომ სხვისი შეცდომების ტვირთად აკიდება რაღა საჭიროა? ყველა თავისი სურვილის მიხედვით ცხოვრობს და თავის ვალს თვითონვე იხდის.სავალალო და სამწუხარო მხოლოდ ის არის,რომ ადამიანს ერთი შეცდომის გამო ასე დაუსრულებლად სთხოვენ პასუხს და ანგარიშს უსწორებენ.თვით ბედისწერა ადამიანთან ანგარიშის გასწორების დროს არასოდეს მას ვალმოხდილად არ თვლის.

ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – “ბურუსი”

“აქამდე მეგონა, რო ყველა კეთილი და ჭკვიანი იყო, ადამიანების განსხვავება არ შემეძლო, ყველა მიყვარდა, რადგან მეგონა, ყველას ყველა უყვარდა; ყველას ვუჯერებდი, რადგან მწამდა, ყველა კეთილი და გონიერი იყო. მეგონა, ბოროტებს, შურიანებს, ხარბებს, ძუნწებს, პატივმოყვარეებს, სხვადასხვა ყაიდის სულელებს მხოლოდ ოდესღაც ეცხოვრათ ქვეყნად და გადაშენებულიყვნენ; 

ამონარიდები ედიშერ ყიფიანის რომანიდან – „ცაში ასროლილი ქუდები”

„შეცდომები დაუშვიო”, – რომ არ ვცდებოდე, აღარც ვიარსებებდი. ღმერთი იმიტომ აღარ არსებობს, რომ არაფერში არ ცდებოდა, ადამიანებს იმიტომ შეეპარათ ეჭვი მის არსებობაში. შეცდომების ჩამდენ ღმერთს, ყოვლისშემძლეს, მაგრამ ადამიანურს, ალბათ, დღესაც იწამებდა ყველა ჩვენგანი. „შეცდომები დაუშვიო”, ვითომ დაბადებულიყოს ვინმე და უშეცდომოდ ეცხოვროს”.

ამონარიდები გიორგი წერეთლის რომანიდან – “პირველი ნაბიჯი”

“ოღონდ ძალი მოიპოვე,ან ფულისა,ან მთავრობის გამავლობისა და მაშინ,რაც უნდა მოიმოქმედო,შენს ნამოქმედარს უსამართლობის კვალი არ დააჩნდება.თურმე ცოდვა და მადლი დაჩაგრულებისა,ღარიბებისა და უღონოებისათვის ყოფილა მოგონილი იმ განზრახვით,

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ყველა ავადმყოფობა ნერვული სისტემის მოშლიდან იწყება, აღმართის წვერიდან მოემართება სატკივარიც, ნატკივარიც, ტკივილიც. ო, როგორ გწყურია, როგორ გაკლია მოფერება ასეთ ჟამს, მაგრამ, აღარც ისე დიდი მომფერებლები გყავს, დედას და მამას რომ ვეძახდით. ან, თუ გყავს აქა-იქ, თითონ არიან მოსაფერებლები. ზიხარ ქედზე, თოკის ერთი ბოლოთი შვილები ამოგყავს მზიურ აღმართზე, თოკის მეორე ბოლოთი მშობლებს უშვებ დაბლა,

ამონარიდები ნოდარ წულეისკირის რომანიდან – “თუთარჩელა”

“ყველაზე დიდი ღალატი, რაც წარსულმა იცის, ოცდაათ ვერცხლად შეფასდა. მაგრამ მოღალატემ თავი ჩამოიხრჩო”. 

ნუგზარ შატაიძის მოთხრობა – „ქეთო გალოთებულა”

„ – გაიგე, ქალო, ჭელიძეების გოგო რომ გალოთებულა? – ჰკითხა თმადაუვარცხნელმა, ბამბაზიისხალათიანმა დედაკაცმა მეზობლის ქალს, რომელიც ხის საერთო აივანზე სარეცხს ფენდა.