Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები როჟე მარტენ დიუ გარის დიდებული რომანიდან – „ტიბოს ოჯახი”

„გოეთეს მიაჩნდა, რომ უსამართლობასა და უწესრიგობას შორის არჩევანი უნდა გაკეთდეს: და თვითონ უსამართლობას ირჩევდა. მე კი სხვა აზრისა ვარ!

ამონარიდები ფრანსუა რაბლეს რომანიდან – „გარგანტუა და პანტაგრუელი”

„გულისა ტკენა ათასმა რამემ იცის, მაგრამ ყოვლისა უფრორე სამძიმო ის არი, ვისგანაც წყალობასა და სიამტკბილობასა მოელი, ავსა და ბოროტს რომ მოგაგებს”.

ამონარიდები წიგნებიდან…

“მზე, რადიკალურად სოციალისტური ნირის მნათობი,მცირეთა შორის ერთადერთი ობიექტია,ვისი სათავისოდ ექსპლოატაციაც ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა,რადგან არ არსებობენ ციურ სხეულთა მესაკუთრენი,მზე თავისუფალია და მისი შუქი ერთნაირად მოეფინება მშიერი კაცის გამომშრალ კანსაც და მაძღრის ქონით გაპოხილ ღიპსაც”. - იოზეფ როთი

მარკ ტვენი – “არავითარი სურვილი არ მქონია მწერლობისა”

მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა – სემიუელ ლენგჰორნ კლემენსი (1835-1910 წლები) სკოლიდან გამოიყვანეს და სტამბაში მიაბარეს შეგირდად.აქედან იწყება მომავალი მწერლის დიდი გზა.კლემენსმა მრავალი ხელობა გამოიცვალა,

ამონარიდი ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – “ემიგრანტები”

“არც ერთი დემობილიზებული უარს არ იქნებოდა,ომიდან დაბრუნების შემდეგ კაი მაგარი მუშტი-კრივი გაემართა.ბოლოს და ბოლოს,ვიდრე ბრიყვები სანგრებში ისხდნენ,ჭკვიანები დროს არ კარგავდნენ ზურგში.

ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან – “მთვარის მოტაცება”

” – ქართველი ქალი უზომოდ გულჩათხრობილია (მე მას არ ვამტყუნებ, ვიმეორებ: ორ ნაბიჯზე აქედან ჩადრია და ჰარემი). ახლა უფრო მეტს გეტყვით: თქვენ ყველანი ასეთნი ხართ. ახალმოსულ უცხოელს ასე ეგონება: ქართველი ადამიანი ფრიად გულღიააო.

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის შესანიშნავი მოთხრობიდან – “პირველი და უკანასკნელი”

“ხშირად მიკვირს,რამდენ ხანს შეუძლია გასძლოს შიმშილით სიკვდილის პირს მისულმა ადამიანმა ისე,რომ საკუთარი თავის პატივისცემა არ დაჰკარგოს? არც თუ ისე დიდხანს! დაიხსომეთ ჩემი სიტყვა!” – (ავტორი გენია.ჯი)

ამონარიდი ნათანიელ ჰოთორნის მოთხრობიდან – “ედუარდ ფეინის ვარდის კოკორი”

“ალბათ არ არსებობს წარმოსახვისათვის უფრო რთული ამოცანა,ვიდრე ხანში შესული სევდიანი ადამიანის ფიგურის ცქერისას,აზრობრივად აღადგინო ამ ადამიანის სიჭაბუკე და ისე,რომ არ დაივიწყო სახის ფორმა და ნაკვთები,აღადგინო ის მიმზიდველი თვისებები,რაც დრომ წაიღო.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“ბევრს ვიცნობ ისეთს,რომლებიც მაინცდამაინც არ მისდევენ საყოველთაო მცნებას,რომ ხანდახან მაინც წამოსცდეთ სიმართლე”. – თედორე დოსტოევსკი (ორეული)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ვინც ცხოვრების გარემოებათა თავის სასარგებლოდ გამოყენება იცის, ფრანგულად – პოლიტიკოსი ჰქვია. საფრანგეთის მეფემ, ლუი მეთერთმეტემ იცოდა, თუ საჭირო იყო, მყრალ გლეხსაც ეწვეოდა სტუმრად და დიდებულ დუკას ან გრაფს არ დაინდობდა და თავს მოაჭრიდა. უფრო პოლიტიკით იყო ძლიერი, ვიდრე ბრძოლით, უფრო მელია იყო, ვიდრე ლომი, აიკლო მტრები და გააძლიერა თავისი ქვეყანა”… -  ალექსეი ტოლსტოი (პეტრე პირველი)