Tag Archives: ლიტერატურა

მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – “ჯაყოს ხიზნები”


„სსს…აკვირველია, ღმერთმანი: ადამიანმა რომ თავისი ბოროტი საქმენიც ისე ხშირად მოინანოს, როგორც სიკკეთეს ნანობს ხოლმე, მისი სიცოცხლე, განუწყვეტლივ სინანულად გადაიქცეოდა”.

მაქსიმ გორკი – “რატომ,მაინცდამაინც ქართველი?”

1891 წლის 1 ნოემბერს,ცნობილი რუსი მწერალი,პროზაიკოსი და დრამატურგი – ალექსი პეშკოვი,იგივე – მაქსიმ გორკი (1868-1936 წლები) თბილისს ეწვია.

გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “დიდი ღამე”

“ყველა მტარვალის ბოლო ერთნაირია,მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ სტოვებთ ნებისყოფა,წინანდელზე მეტი დაჟინებითა და ღონისმოკრეფით აგრძელებენ ბრძოლას,რომელსაც უკვე აზრი აღარ აქვს და ძველებური რწმენით აკეთებენ საქმეს,რომელიც უკვე წაგებულია.

კონსტანტინე ლორთქიფანიძის ნაწარმოებებიდან…

“ყველაზე დიდი მეცნიერები მხოლოდ ერთ რამეში ეჯიბრებიან ერთმანეთს: ვინ უფრო მალე გამოიგონებს ისეთ იარაღს,რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ გააქროს ამ ქვეყნიდან.ეს არის წინსვლა,კულტურა,განათლება?!

ჯონ ჰოიერ აპდაიკის რომანიდან – “ისთვიქელი ალქაჯები”

1. “ჩვენ ყველანი ვოცნებობთ მომავალზე და იმავდროულად შეძრწუნებული ვდგავართ საკუთარი სიკვდილის გამოქვაბულის შესასვლელთან. ჯოჯოხეთის შესასვლელთან”.

მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „არსენა მარაბდელი”

„ – ერთი მითხარი, რა უფრო გეტკინა, ჯოხი თუ გაშიშვლება? ხაბაზს ეს სიტყვა ეუცხოვა.

ჟან კასუს რომანიდან – “პარიზის სისხლისღვრა”

“მიეცით ბისმარკს გასაქანი, და ხვალვე დაინახავთ,რას ნიშნავს თავისი ქვეყნის სიყვარული,პრუსიული პატრიოტიზმი.თუ გინდათ სიცოცხლე შეინარჩუნოთ,საფრანგეთი პრუსიულად უნდა გიყვარდეთ.მაშინ სამართლის ძიებას არ დაიწყებდით,რომ ევროპაში დაგემყარებინათ თავისუფლება,ძმობა და თანასწორობა.

ლუიჯი პირანდელოს ნოველიდან – “მზე და ჩრდილი”

“არავის არა აქვს მოპარვის უფლება,ვიცი,მაგრამ თუ ვალდებულებები გაქვს ოთხი ბავშვის წინაშე,რომელნიც ტირიან,შიათ,პურიც კი არ გააჩნიათ,შენ კი ფული ხელში გიჭირავს და ითვლი.საზოგადოება უფლებას არ გაძლევს,მაგრამ ვალდებული ხარ,ასეთ შემთხვევაში მოიპარო.

ამონარიდები კონსტანტინე ლორთქიფანიძის ნაწარმოებებიდან…

” – დონკიხოტობა? მაშ გაუმარჯოს დონკიხოტს! ის დამთხვეული ლამანჩელი რაინდი როგორ არ მირჩევნია ჩვენი დროის “რაინდს”,ტროლეიბუსის გაჩერებასთან რომ სდგას და არხეინად შესცქერის ავარა ბიჭებს,ახალგაზრდა ქალს შეურაცხყოფას რომ აყენებენ!”

მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”

“თეატრალურ სამკაულებს მხოლოდ თვალის მოსატყუებლად იყენებენ და უცნაური ის იქნებოდა,რომ ძვირფასი მასალა დაეხარჯათ მათზე.რაღა ეგ სამკაულები და რაღა თვით კომედია: ერთიც მოჩვენებითია და მეორეც.მაგრამ მე მაინც იმ აზრისა ვარ,სანჩო,რომ უნდა გიყვარდეს კომედია და, მაშასადამე,ისინიც,მას რომ თხზავენ და სცენაზე დგამენ,ვინაიდან ესაა ხალხი,რომელსაც უდიდესი სარგებლობა მოაქვს სახელმწიფოსთვის: