Tag Archives: ლიტერატურა

ილია ჭავჭავაძის გენიალური ნაწარმოებიდან – “ოთარაანთ ქვრივი”

” – ო,ჩემო კარგო,ზოგჯერ ცრემლი “მდუმარე წვიმისამებრ ნაყოფის გამომცემელია”.ცრემლი ყოველთვის არ არის უბრალო წყალი,ცრემლი ზოგჯერ ფარია, და დროზედ ხმარებული ფარი იგივ ხმალიაო,ვიღაცას უთქვამს”.

შტეფან ცვაიგის რომანიდან – “მარიამ სტიუარტი”

“საკუთარ სინდისთან მებრძოლი ადამიანის შეხედვა განსაკუთრებით გვაძრწუნებს”.

პაულ თომას მანის რომანიდან – “ჯადოსნური მთა”

“თავისუფლება,სიმართლე თუ გნებავთ,უფრო რომანტიკული ცნებაა,ვიდრე განმანათლებლური.რომანტიზმთან მას ერთი რამ აქვს საერთო: ადამიანში განუყრელადაა გადაჯაჭვული ლტოლვა გაფართოებისაკენ და თან საკუთარი “მეს” ვიწროდ წინ წამოწევის დაუოკებელი სურვილი.

უილიამ შექსპირის შემოქმედებიდან…

„ავღელდებოდი, თქვენ რომ გგავდეთ”. – (იულიუს კეისარი)

ანტონ ჩეხოვი – “ცოლს წაეჩხუბა”

- ეშმაკმა წაგიღოთ,შინ ძაღლივით მშიერი ბრუნდები და ესენი კი,ეშმაკმა უწყის,რა სადილებით გიმასპინძლდებიან.შემჩნევასაც ვერ მისცემ.იტყვი რამეს და იმწამსვე ატყდება ტირილი,ცრემლები… სამგზის წყეული ვიყო ცოლის შერთვისათვის…

ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „მითრიდატე”

„არაფერს ისე არ სჭირდება ისეთი წინდახედული წესი, როგორიც ხელისუფლებას, რომ მისი ძალა ძალადობად არ გადაიქცეს”.

ან და სერჟ გოლონების რომანიდან – „ანჟელიკა”

1. „როცა სიკვდილის წუთი ახლოვდება, ღვთის მიერ შექმნილი ყოველი არსება, ყველაზე ცოდვილიც კი, ჩვენი თანაგრძნობის ღირსია”.

შარლოტა ბრონტეს რომანიდან – “ჯეინ ეარი”

“წმინდა პავლეს მსგავსად ვაღიარებ,რომ ცოდვილთა შორის უცოდვილესი ვარ.მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევ უფლებას,რომ პირადი სიმდაბლის შეგრძნებამ დამაშინოს.მე ვიცნობ ჩემს წინამძღოლს (ღმერთს); ვიცი,რომ იმდენადვე სამართლიანია,რამდენადაც ყოვლისშემძლე;

ჯორჯ ორუელის რომანიდან – “1984″

” – სწორია,ტანჯვის მიყენებით მორჩილება საკმარისი არ არის.თუ ადამიანი არ იტანჯება,როგორ დარწმუნდები,რომ შენს ნებას ემორჩილება და არა თავისას? ძალაუფლება მჟღავნდება ტკივილისა და დამცირების მიყენებაში.

მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – “კვაჭი კვაჭანტირაძე”

“პოლიტიკა ძლიერ წააგავს ძროხას.ზოგნი მას აძოვებენ,ზოგნი კი სწველიან.ჭკვიანი კაცი არც სისხლს გეიმეტებს და არც ოფლს დაღვრის ძროხის დევნაში.დეე გიჟებმა სდიონ მას და აძოვონ,ჩვენ კი მისი კარაქით გავსუქდეთ.ხოლო ძროხის მოწველას ბევრი არაფერი უნდა: დოუყვავე,გოუცინე,გეიშინაურე.აი,ეს არის ერთადერთი ჭკვიანი პოლიტიკა.