Tag Archives: ლიტერატურა

ნოდარ დუმბაძის რომანიდან – “ნუ გეშინია,დედა!”

“ეს იმ კაცს გაუმარჯოს,ძია რუბენ,მთვარეზე რომ ფეხს შედგამს,იქიდან გადმოგვხედავს,მოვენატრებით,ჩამოვა,ჩაგვეხვევა,გვაკოცებს,იტირებს და გვეტყვის: ბიჭებო,მთვარის დედა ვატირე,დედამიწაზე ყოფნას რა ჯობია,დედამიწას გაუმარჯოს,მწვანე დედამიწას,თბილ დედამიწას,მზიან დედამიწას,წვიმიან დედამიწას.

დეა ცუცქირიძის მოთხრობიდან – “ჩემი თეთრი მონაზონი”

“რატომ მოდის ადამიანი ქვეყნად? ვიღაც ქოხში იღვიძებს,სხვა კი სასახლეში,მაგრამ გაღვიძებით ყველამ უნდა გაიღვიძოს,მერე ზოგიერთი ფეხებს ფარჩის ქოშებში ჰყოფს,ზოგი კი მობრეცილ ფლოსტში,მაგრამ ამასაც ყველა აკეთებს… გააგრძელოს? “ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და იქ მაინც ვიქნებით თანასწორიო”,მაგრამ  ჩვენ ხომ სიცოცხლეშიც ერთნაირი ბედი გვარგუნა უფალმა?

ნოდარ დუმბაძის გენიალური რომანიდან – “მარადისობის კანონი”

„ – ვინ ხარ შენ? – ჰკითხა ბაჩანამ. პირხმელ, ცისფერთვალება, მასავით ფეხშიშველ ახალგაზრდას თვალებში შეხედა. იგი ვერ მიხვდა, მზე იდგა ახალგაზრდის უკან თუ ნათელი ადგა თავზე.

უილიამ მეიკპის თეკერეის რომანიდან – “ამაოების ბაზარი”

“თუ კაცი ისე ღარიბია,რომ მსახურის დაქირავება არ ძალუძს,ძალიან თავმომწონეც რომ ბრძანდებოდეს,მაინც თვით უნდა გამოგავოს ბინა.თუ ტურფა ქალიშვილს საყვარელი დედიკო არ ჰყავს,რომ ყმაწვილკაცთან საქმე გაურიგოს,მაშინ თვითონ უნდა მოაგვაროს საქმე.ოჰ,რა ღვთის წყალობაა,ეს ქალები უფრო ხშირად რომ არ იყენებენ თავიანთ მარიფათს!

ნინო ქადაგიძე – “ცოლ-ქმარი”

„ერთი ცულის ტარზე ეძინათ და კიდეც ჰყოფნიდათ. საზიარო ჰქონდათ სიზმარი. ტკბილი იყო იმათი პური, ღვინო, მარილი. როგორი შუქიანი ქალი მოუყვანიაო – ლაპარაკობდნენ. შეხედავდი და შემოგანათებდა კბილებისა და კანის სითეთრე, პირბადრი იყო.ცოლ-ქმარს მშვიდად ედგა უღელი და მიდიოდნენ.

ამონარიდები პაულო კოელიოს დიდებული რომანიდან – „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”

„თუკი შენ საგიჟედან გამოგწერეს, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გამოჯანმრთელდი და განიკურნე. უბრალოდ, შენც ისეთივე გახდი, როგორიც ყველა ჩვენთაგანია”.

ანრი მარი ბეილის (სტენდალი) რომანიდან – “წითელი და შავი”

1. “თუ განზრახული გაქვთ ეპირფეროთ ამა ქვეყნის ძლიერთ,თქვენი საუკუნო დაღუპვა აუცილებელია.შეიძლება ქონება შეიძინოთ,მაგრამ იძულებული იქნებით ზიანი მიაყენოთ ჩაგრულთ,ელაქუცოთ პრეფექტის მოადგილეს,ქალაქის მერს,ყოველ წარჩინებულ პირს და თქვენივე საკუთარი ვნებათაღელვის მონა გახდეთ:

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – “რაჰათ-ლუხუმი”

” …უცხო ქვეყანა რომ მართო,დიდი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებს.მონების ცნობა აქ არას გარგია,მონა ყველგან ერთნაირია.ხალხის ზნე და ადათი უნდა შეისწავლო,უნდა მიუხვდე,რა გულისთქმა აქვს,რა სწადია და რას გიმალავს; უნდა გამოიცნო რა მანქანებით მოუქონო თავი და როგორ ჩაუნერგო შიში და სიყვარული”.

რევაზ ინანიშვილი – “როგორ დავიწყე წერა?”

“როგორ დავიწყე წერა? ეს ცოტა უფრო რთული საკითხია, 1937 წელს სოფლიდან თბილისში ჩამომიყვანეს სასწავლებლად.

თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ძმები კარამაზოვები”

1. “ნგრევა სულაც არ არის საჭირო! სრულიად საკმარისია,კაცობრიობაში ღმერთის იდეა მოსპო.აი,საიდან უნდა დაიწყო! აქედან,სწორედ აქედან უნდა დაიწყო! ო,ყოვლად უცოდინარი ბრმები! თუკი კაცობრიობა ღმერთს უარყოფს,ძველი სამყაროს ხედვაც და რაც მთავარია,ძველი ზნეობრიობაც ანტროფაგიის გარეშე,თავისთავად დაეცემა და ყველაფერი ახლად დაიბადება.