Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…

„ჭკვიანმა კაცმა უმიზნოდ არც უნდა დაისველოს ენა. ვინა თქვა: ენა დოვლათს არა ჰქმნისო! მოქნილი და თითლიბაზა ენით რამდენი კაცი სჭამს პურს, ვინ მოსთვლის!” – (უთქმელი სადღეგრძელო)

ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „სიცილი უცინარისა”

„ – ჰოი, უცნაურო ცხოვრება, როგორ მინდა გისაყვედურო, რომ უღირს ადამიანებს გაირევ ხოლმე შენივე სიმშვენიერის შესარყვნელად!..

ამონარიდები თამაზ ჯიბღაშვილის რომანიდან – „ადამიანი მარტო არ არის”

„ – სიმართლე გითხრა, კაცი რომ ერთ დღეში გარდაიქმნება, იმის არაფერი მწამს”.

ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობებიდან…

„ – შვილო, ბრძენი კაცის ნათქვამია, ტანსაცმელს სიახლიდან გაუფრთხილდი, სახელს და პატიოსნებას ბავშვობიდანო”. – (პურადი კაცი)

ამონარიდები თამაზ ჯიბღაშვილის რომანიდან – „ადამიანი მარტო არ არის”

„ღვინო ღვინოა, გინდ გააკეთე და გინდ გამოაკეთე, მოგსპობს კაცს”.

ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…

„ეს ცხოვრება ყოფილა უზარმაზარი თეატრი, რომლის ავანსცენაზე ადიან ვერაგი ადამიანები და უსირცხვილოდ წარმოსახავენ სიკეთესა და სიმართლისათვის მებრძოლთა სახეებს

ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”

„მამაკაცი წინ, ქალი უკან, წინათ ამ ფათერაკებიან ქვეყანაში ასე უვლიათ, ვაჟკაცი უთუოდ წინ გავიდოდა, ავთა და ბოროტთა, ფათერაკთა შესაგებებლად, წინ ივლიდა.

ამონარიდები თამაზ ჯიბღაშვილის რომანიდან – „ადამიანი მარტო არ არის”

„ – ადამიანებს ბავშვობიდანვე პატიოსნებას ასწავლიან, უპატიოსნონი კი გამოდიან”.

ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…

„ – როდის იყო სიმართლის მთქმელი გაგვიხარებია!” – (ძია შიოს უცნაურობანი)

ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობებიდან…

„ – როგორც მოგეხსენებათ, დათვი ზამთრობით ჩაიდებს პირში საკუთარ თათს, ლოკავს და თავს იტყუებს, საკვებს შევექცევიო. ჩვენც დათვს ვგავართ ზოგჯერ: ვიიმედებთ და ვიტყუებთ თავს”.