Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები კონსტანტინე ლორთქიფანიძის რომანიდან – „ნატვრის თვალი”

„არის მოგონება – სამარის კარამდე უჭკნობად რომ მიგყვება, თითქოს ის ყველაფერი გუშინ მომხდარიყოს. ვერავითარი გაჭირვება ან ახალი ბედნიერება იმ მოგონებას ელვარებას ვერ დაუკარგავს”.

ამონარიდები რიკარდო გუირალდესის რომანიდან – „დონ სეგუნდო სომბრა”

„ვიდრე ფრთები არ გაგიმაგრებია, ძალიან მაღლა ნუ აფრინდები”.

ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ცოდვილი”

„ – რად გინდა რამე, თუ თავისუფლება არ გექნება. ჩემმა შვილებმა იცოცხლონ, ჯობია ტიტველი და მშიერი დადიოდე, ოღონდ თავისუფალი იყო, გამომცდია და ვიცი…”

ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”

„თუ ნიჭზედ მიდგა საქმე, მე ასანთის მომგონი უფრო უძლიერესი ნიჭის პატრონად მიმაჩნია, ვიდრე ყველა სუვოროვები ერთად აღებულნი”.

ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”

„აი, თურმე, რა შესძლებია ფულს, გუშინ აღრენით მელაპარაკებოდა, ახლა კი როგორ შემომცინის”.

ამონარიდები ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – „დიდი მოურავი”

„ფულის ენა ყველამ იცის”.

ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „გმირთა ვარამი”

„ – არის კეთილი სიბრძნე, მაგრამ იგი უფრო ხშირად ამაოა! და კიდევ არის ავი სიბრძნე…

ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”

„ჭეშმარიტებას ძალად ვერავის შეაგნებინებთ”.

ამონარიდები ემილ ზოლას რომანიდან – „ფული”

„განა შეიძლება ადამიანმა სხვას შეაჭმევინოს თავი და თვითონ არავინ შეჭამოს? ასეთია ცხოვრება! სხვაგვარად რომ მოიქცე, ან უდიდესი კეთილშობილება უნდა გამოიჩინო, ანდა ცთუნებისაგან თავისუფალი მონასტრული განმარტოება აირჩიო”.

ამონარიდები გი დე მოპასანის ნოველებიდან…

„იქ, სულში რომ მართლა რამე ჩანდეს, კაცი უფრო ჭკვიანი იქნებოდა…”