Tag Archives: სხვა

სესილია თაყაიშვილი – “მუხლმოდრეკილი გეხვეწებით!”

“ვგრძნობ ძალიან ცუდათ ვარ,არ მცილდება ნახველში სისხლი.უსაშველო ხველა,ვიხრჩვები.რა კარგია კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად,გრძნობა ეკარგება და კვდება.რა ცუდია,როცა ყველაფერი გტკივა,დადიხარ და არ კვდები.

აბრაამ ლინკოლნი ამბობდა…

“ცდა იმისა,რომ მონობის ბორკილებს სხვები მიაჩვიოთ,ნიშნავს თქვენივე ხელებისა და ფეხებისათვის გაამზადოთ ბორკილები.როცა შეეჩვევით ფეხქვეშ გათელოთ სხვა ადამიანების უფლება,ამით საკუთარ თავისუფლებას დაკარგავათ და თქვენივე წრის წარმომადგენელი ვერაგი ტირანის სასურველი ქვეშევრდომი გახდებით.ნება მიბოძეთ,გითხრათ,რომ ამას გიმზადებთ ისტორიის ლოგიკა”.

ბლეზ პასკალის უკანასკნელი აღსარება…

“მე მიყვარს ყველა კაცი,როგორც ჩემი ძმები,იმიტომ რომ მაცხოვარმა იხსნა ისინი.მე მიყვარს სიღატაკე,იმიტომ რომ მას უყვარს იგი.მე მიყვარს სიმდიდრე,იმიტომ რომ საშუალებას გვაძლევს გავიკითხოთ უპოვარნი.მე ყველას ერთგული ვარ და ჩემს ბოროტისმყოფელს ბოროტებითვე არ მივაგებ სანაცვლოს…

ჩარლი ჩაპლინი წერდა…

“ვიცი,რომ ბედმა გამიღიმა,დრო და გარემოება მანებივრებდა.მთელმა ქვეყანამ შემიყვარა.ზოგს ვძულდი კიდეც.დიახ,ბევრი სიტკბო მარგუნა ცხოვრებამ და ცოტაოდენი სიმწარეც.რა მუხანათიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ბედი,მჯერა,რომ ბედიცა და უბედობაც შემთხვევით ქარს მიაქვს და მოაქვს,

ჟან-მარი კოლო დ’ებრუას ცინიკური განცხადება…

როგორც ცნობილია,საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ ამ ულამაზეს ქვეყანაში საშინელი ტერორი გამეფდა,რომელსაც სხვადასხვა მონაცემების თანახმად 16 000-დან 40 000-მე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქართული ხალხური სიბრძნის ნაკვესები…

“იესო ქრისტე ცოფიან ძაღლს არ დაემალა და მთვრალ კაცს დაემალაო”.

ვაჟა-ფშაველა წერდა…

“მაკვირვებს ჩემი ბედი,ჩემი მდგომარეობა ქართველ საზოგადოებაში: გარეგანი პატივისცემა დიდი,ხოლო საქმით კი – არაფერი.გინდ მე ვყოფილვარ,გინდა ქუჩა-ქუჩა მაწანწალა ძაღლი.ძაღლს ან კი რა უჭირს,იმას პურის ნატეხს,ძვალს მაინც ვინმე გადაუგდებს,მე კი თუ ვითხოვე რამ,მომთავაზებენ ქვას პურად და ნაცარს თვალებში შესაყრელად.

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის დამოკიდებულება ატომური იარაღისადმი…

“თანამედროვე ცხოვრების სულ უფრო და უფრო მზარდი გართულებების დროს,მეოცე საუკუნის კინეტიკის შემოტევის პირობებში,პიროვნება იზღუდება გიგანტური ორგანიზაციების მიერ,რომლებიც ყოველი მხრიდან უტევენ და ემუქრებიან მას პოლიტიკურად,მეცნიერულად,ეკონომიურად.

ქართველთათვის საყურადღებო კრიტიკული წერილი…

“ჩვენ,ქართველები ოინის ხალხი ვართ,ან ჩვენ ვხუჭავთ თვალებს,ან სხვები გვგონია თვალხუჭულა.ნუთუ არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი თავისა? მთელი ოცდახუთი,ოცდაათი წლის განმავლობაში მარტოკა ეხლა აღირსეს თბილი სიტყვა და თბილი ლუკმა,

ხუმრობა

ხუმრობა – ადამიანის არარსებითი,არაპრინციპული მნიშვნელობის მქონე ისეთი უმტკივნეულო დაცინვაა,რომელიც ამა თუ იმ პიროვნების ღირსებას ზიანს არ აყენებს; პირიქით,ხუმრობა ეს გახლავთ ვითომობითი დაცინვა.