ბრემ სტოკერი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ირლანდიელი მწერალი,რომანისტი და ოსტატი მოკლე მოთხრობებისა - ბრემ სტოკერი (1847-1912 წლები),ავტორი გახლავთ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი გახმაურებული საშინელებათა გოთიკური ჟანრის რომანისა,როგორიცაა 1897 წელს გამოქვეყნებული – ”დრაკულა”
ფრანსუა-ოგიუსტ რენე როდენი – “მოაზროვნე”
“მოაზროვნე” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მოქანდაკისა და თანამედროვე ქანდაკების ფუძემდებლის – ფრანსუა-ოგიუსტ რენე როდენის (1840-1917 წლები) მიერ 1880-1882 წლებში შექმნილ შესანიშნავ ბრინჯაოს ქანდაკებას.
ალბრეხტ დიურერი
ალბრეხტ დიურერი - დაიბადა 1471 წლის 21 მაისს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში,დიდებული გერმანელი იუველირის ალბრეხტ დიურერი (უფროსის) და ბარბარა ჰოლპერის ოჯახში.იგი გახლდათ უდიდესი გერმანელი ფერმწერი,გრაფიკოსი, გრავიორი და ხელოვნების თეორეტიკოსი.
მეჰრან კარიმი ნასერი – (საოცარი თავგადასავალი)
მეჰრან კარიმი ნასერი – რომელიც ასევე ცნობილია,როგორც – სერ ალფრედ მეჰრანი,დაიბადა 1942 წელს ირანის ქალაქ მესეჯე-სოლეიმანში.იგი წარმოადგენს იმ საოცარი ისტორიის უმთავრეს გმირს,რომელსაც მისი ცხოვრების 18 წელიწადის გატარება,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის შარ დე გოლის აეროპორტის ტერიმანლში მოუწია.
ტარიელ ჭანტურიას სიტყვიდან…
“თაობა არ შეიძლება ან ნიჭიერი იყოს,ან უნიჭო; ან ზრდილობიანი იყოს,ან უზრდელი; ან ფილანტროპი იყოს,ან მიზართროპი; ან მკვლელი იყოს,ან ჰუმანისტი; ან ნარკომანი იყოს,ან უცოდველი; ან ვაჟკაცი იყოს,ან ლაჩარი;
ფრანსისკო გოია – “გოლიათები”
“გოლიათები” – (მოიხსენიებენ ასევე,როგორც – “პატარა გოლიათები”),წარმოადგენს გენიალური ესპანელი ფერმწერის,გრაფიკოსისა და გრავიორის - ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტეს (1746-1828 წლები) მიერ,1791-1792 წლებში,ტილოზე ზეთის საღებავით შესრულებულ დიდებულ სურათს.
გაიუს სალუსტიუს კრისპუსის ნააზრევი…
1. მეფეებს კარგი ადამიანები უფრო საეჭვოთ ეჩვენებათ,ვიდრე ცუდები.ამიტომაცაა სხვების სიქველე მუდამ შიშს,რომ ჰგვრით.
“უნიკალური მოვლენა”
XV საუკუნეში,ინგლისის მეფის,იორკთა დინასტიიდან – რიჩარდ III-ის (1453-1485 წლები) წინააღმდეგ ბრძოლაში,მომავალ პირველ ინგლისის მეფეს ტიუდორთა დინასტიიდან – ჰენრი VII ტიუდორს (1457-1509 წლები) მხარი აუბა – ჰენრი უაიტმა.
ხუან ლუის ვივესი
ხუან ლუის ვივესი - დაიბადა 1492 წლის 6 მარტს,ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში.იგი გახლდათ ებრაული წარმომავლობის მქონე,დიდი ესპანელი ფილოსოფოსი,ჰუმანისტი და პედაგოგი.
კლაივ სტეიპლზ ლუისი – “ეპიზოდი”
დიდი ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერლის, ღვთისმეტყველისა და სწავლულის - კლაივ სტეიპლზ ლუისის (1898-1963 წლები) ნაწარმოებებსა და პუბლიკაციებს არც ერთი ბრიტანული გამოცემა არ იღებდა და, შესაბამისად არც ბეჭდავდა.