Monthly Archives: მაისი 2014
პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშეს შესახებ…
გენიალური ფრანგი დრამატურგი და პუბლიცისტი – პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშე (1732-1799 წლები),არა მარტო ლიტერატურული საქმიანობით იყო დაკავებული,არამედ სახელმწიფო სამსახურშიც აქტიურად იყო ჩართული.კერძოდ,იგი წარმოადგენდა საფრანგეთის სამეფო კარის იმ “საიდუმლო ჯაშუშს”,რომელმაც არაერთი სერიოზული პრობლემა ააცილა,როგორც საფრანგეთის მეფეს – ლუი XV-ს,ასევე თავად საფრანგეთსაც.
პატრის ემერი ლუმუმბას მიმართვა – “თანამემამულეებს”
“კოლონიური მმართველობის ოთხმოცწლიანი ჩაგვრის პერიოდში იმდენი განსაცდელი გამოვიარეთ,რომ დღემდე არ მოგვშუშებია იარები.მონებივით შრომას გვაიძულებდნენ და ისე ცოტას გვიხდიდნენ,რომ იმ თანხით ვერც ჩაცმას,ვერც გამოკვებას,ვერც თავშესაფრის პოვნას და ვერც შვილების ნორმალურად აღზრდას ვერ ვახერხებდით.
რევაზ ინანიშვილის ნააზრევი…
“ვწევარ თუ ვდგავარ,ვზივარ თუ დავდივარ,დღეა თუ ღამეა,თვით ძილშიაც კი,ვიღაცებს ვეკამათები ჩემი ქვეყნისა და ხალხის ავ-კარგზე.აი,რა არის მიზეზი,რომ ცოტას ვწერ.აი,რა არის მიზეზი,რომ საშინლად ვიღლები.ეს იქნება მიზეზი ჩემი აღსასრულისაც.სადღაც უთუოდ გასკდება გული”.
ვაჟა-ფშაველა წერდა…
“იქ ვინ ნახა თავისუფლება,საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან,არც მაუბნებენ,არც მამღერებენ,არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდე?! – სხვას არაფერს,გარდა ზიზღისა,მძულვარებისა.
„დამაკვირდი”
1. „ჩვენ დაბადებისთანავე ვკვდებით: დასაბამიდან წარმოიშობა დასასრული”. – მარკუს მანილიუსი
უილიამ შექსპირი – “სონეტი XCV”
ნეტავ შენს ცოდვებს რად შეჰხარი დიდი მადლივით,
რა სიტკბოებას გადაჰყრიხარ იმ სიმწარეში,
შარლოტა ბრონტეს რომანიდან – “ჯეინ ეარი”
“წმინდა პავლეს მსგავსად ვაღიარებ,რომ ცოდვილთა შორის უცოდვილესი ვარ.მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევ უფლებას,რომ პირადი სიმდაბლის შეგრძნებამ დამაშინოს.მე ვიცნობ ჩემს წინამძღოლს (ღმერთს); ვიცი,რომ იმდენადვე სამართლიანია,რამდენადაც ყოვლისშემძლე;
რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინას შესახებ…
რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინა (1891-1961 წლები) – წარმოადგენდა “განდიდების მანიით” შეპყრობილ დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორს,რომელსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი მრავალრიცხოვანი სექსუალური კავშირებისა და ოდიოზური თვისებების გამო – “El Chivo” ანუ “თხა” უწოდა.
ამედეო (იედიდია) კლემენტ მოდილიანი – “ეპიზოდი”
ებრაელ-სეფარდებთა წარმომავლობის მქონე გენიალური იტალიელი მხატვარი,მოქანდაკე და ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ამედეო (იედიდია) კლემენტ მოდილიანი (1884-1920 წლები),არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა ულამაზეს ფრანგ მხატვარ ქალთან და ცნობილ მოდელთან – ჟანა ებიუტერნთან.
ანა იოანეს ასული – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად,რუსეთის რიგით მე-4 იმპერატორის (რომანოვების სამეფო დინასტიიდან) – ანა იოანეს ასულის (1693-1740 წლები) საწოლ ოთახში,გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეშევრდომები შევიდნენ.მათი გაოცება და ერთგვარი შიში გამოიწვია იმ ფაქტმა,