Monthly Archives: ოქტომბერი 2014

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: გამოჩენილ ძველბერძენ ფილოსოფოსს,სოკრატეს მოწაფესა და კირენული სკოლის ფუძემდებელს – არისტიპე კირენელს (ძვ.წ.აღ-ით 435-355 წლები) ჰკითხეს,თუ რა სარგებლობა მოუტანა მას ფილოსოფიამ?! რაზეც არისტიპემ უპასუხა: “მან მომცა საშუალება,”გავაკეთო ეს” ყველასთან,ვინც არ უნდა იყოს იგი”. დაასახელეთ რა იგულისხმა არისტიპემ?

“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. “რომელ წარმატებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ მაშინ,როდესაც სიგარეტის მოწევას 12 წლის ასაკში ვიწყებთ,წიგნის კითხვას კი არასოდეს?!” – (ავტორი გენია.ჯი)

ჰუგო ფერდინანდ ბოსი – “ეპიზოდი”

1923 წელს დაარსებული,დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული გერმანული მოდის სახლი Hugo Boss-ი,რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ – ჰუგო ფერდინანდ ბოსი (1885-1948 წლები),ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე თანამშრომლობდა მესამე რაიხთან,რა დროსაც ვერმახტის ოფიცრების,ჯარისკაცების,სს-ის,ჰიტლერიუგენდისა და სხვა ფაშისტური სახელმწიფო ორგანოებისათვის ქმნიდა უნიფორმებს.

ნაპოლეონ I ბონაპარტის შესახებ…

ერთ დროს უდიდესი ძალაუფლების მფლობელისა და ევროპის შემაზანზარებელი ფრანგი მხედართმთავრის – ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრების უკანასკნელი ეტაპი ისე წარიმართა,როგორსაც იგი თვით ყველაზე ამაზრზენ სიზმარშიც რომ ვერ ნახავდა.

იცით თუ არა,რომ

1. გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსი და “ისტორიის მამად” წოდებული – ჰეროდოტე,ლამაზ ქალებს – “თვალების სატანჯველს” უწოდებდა.

ეპიქტეტეს ფილოსოფიიდან…

“საგანთაგან ზოგი ჩვენზეა დამოკიდებული,ზოგი კი არა.ჩვენზეა დამოკიდებული: განსჯა,ნებელობა,სურვილი,ზიზღი,მოკლედ ყოველივე ის,რაც ჭეშმარიტად ჩვენი საქმეა.ჩვენგან დამოუკიდებელია:

„დამაკვირდი”

1. „ღმერთო ჩემო! ვის მოუვა თავში აზრად, უკდემამოსილესი უწოდოს გუგებს, მაშინ როდესაც ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ კაცის ურცხვობა, უპირველეს ყოვლისა, მისსავ თვალებში ვლინდება”. – ფსევდო-ლონგინე

ფსევდო-ლონგინეს ფილოსოფიიდან…

“ჩემო ძვირფასო მეგობარო,კაცთათვის უკვე ჩვევად იქცა თავიანთი თანამედროვეებისა და თანამედროვეობის განუსჯელად გმობა.მაგრამ დაფიქრდი: მშვიდობის დღევანდელი საყოველთაო სუფევა ხომ არ არის მაღლად მხედთა აშკარა უკმარისობის მიზეზი,ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,მშვიდობის სუფევა კი არა,იმ მარადიული ომის გრიგალი,რომელიც მოსვენებას არ აძლევს,გამუდმებით ამღვრევს და აბორგებს ჩვენს სურვილებს თუ ქვენა გრძნობებს?

სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილის გონებამახვილი სადღეგრძელო…

1964 წლის 30 ნოემბერს გაერთიანებული სამეფო ლეგენდარული ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის - სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავდა.რაღა თქმა უნდა,საზეიმო ღონისძიება გამართულ იქნა ქვეყნის პარლამენტშიც,სადაც მიწვეული გახლდათ თავად იუბილარიც.

ანრი IV-ეს უცნაური შინაარსის მქონე წერილი…

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი – დაბანა,შუასაუკუნეების პერიოდის რიგ (მათ შორის წამყვან) ევროპულ ქვეყნებში ერთობ მიუღებელი პროცედურა გახლდათ.ამის თვალნათელი მაგალითები ისტორიაში მრავლად მოგვეპოვება.მაგალითად,კასტილიისა და ლეონის დედოფალს – იზაბელა I კასტილიელს (1451-1504 წლები),