Monthly Archives: აპრილი 2015

“ხუთეული ტიოსიუდან”

1863 წელს იაპონიის ერთ-ერთი ფეოდალური სამთავროდან – ტიოსიუდან,ლონდონში ფარულად გაემგზავრა ხუთი ახალგაზრდა იაპონელი ყმაწვილი.მათი ფარულად გამგზავრების მიზეზი გახლდათ ის,რომ ედოს პერიოდში,სიოგუნის ბრძანებით კატეგორიულად ეკრძალებოდათ იაპონელებს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

ცზინ იუნი – “ეპიზოდი”

ცზინ იუნი (ნამდვილი სახელი და გვარი – ჩჟა ლიან-იუნი) – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩინელ კლასიკოს მწერალს,რომელმაც სახელი განსაკუთრებით გაითქვა “უსია”-ს (სათავგადასავლო ჟანრი ჩინური ფენტეზისა) ლიტერატურული ჟანრის რომანების გამოქვეყნებით.

“სიბრძნის წუთი”

ანტიკური პერიოდის სპარტაში ერთ სიბრძნით განთქმულ კაცს,სახელად – თექტამენესს,ეფოროსებმა სიკვდილით დასჯა დაუდგინეს განაჩენად.მიუხედავად ასეთი უმძიმესი ხვედრისა,სიკვდილმისჯილი სამსჯავროდან მაინც გახარებული გამოვიდა,

“დამაკვირდი”

1. “ ”საუკეთესოა ის ოჯახი,სადაც არც ფუფუნება იგრძნობა და არც აუცილებელის ნაკლებობა”. – პიტაკოსი

მენიპოს გადარელის ფილოსფიიდან…

“ადამიანთა ცხოვრება ჰგავს ერთ დიდ საზეიმო მსვლელობას,რომლის გამგებელი და მბრძანებელი – ბედი – მოზეიმეთ სხვადასხვაგვარ,ჭრელ-ჭრელ სამოსს ურიგებს.

ანაქსანდროსი – “ეპიზოდი”

როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ,ლაკედემონელები (სპარტელები) თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არასოდეს ინახავდნენ ფულს სახელმწიფო განძთსაცავში.

გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება”

” – ადამიანის ბევრი უგუნურება ხშირად ბრალდება ღმერთს, – განმარტა სარგისმა, – და იქნებ მართალი ახსნაც არის,რადგან ღვთის უნებურად არც რამ კეთილი ხდება ამქვეყნად და არც რამ ბოროტი,რაკი სარწმუნოება იმას გვიქადაგებს,რომ მიზეზთა მიზეზი და დასაბამთა დასაბამი ღმერთია,ჩვენც,სასოწარკვეთილების ჟამს,ყველა უბედურებისთვის ღმერთსა ვთხოვთ პასუხს.

აგასიკლესი – “ეპიზოდი”

ბრძენკაცთა შესმენის მოყვარულ სპარტის ავრიპონტიდების მოდგმის ლეგენდარულ მეფეს - აგასიკლესს,რომელიც სავარაუდოდ ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში მოღვაწეობდა,ერთ დღეს თავისმა ქვეშევრდომმა ჰკითხა:

გაიუს იულიუს კეისარი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი ნადიმობის დროს,რომელსაც ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე და რომის დიქტატორი - გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100- 44 წლები) მართავდა,საუბარი სიკვდილის იდუმალ საკითხებზე ჩამოვარდა.

მარკუს ტულიუს ციცერონი – “ეპიზოდი”

ძველი რომის ერთ-ერთ უდიდეს მჭერმეტყველად აღიარებულ რომაელ ადვოკატს,პოლიტიკურ მოღვაწესა და კონსულს – მარკუს ტულიუს ციცერონს (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები),მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა ქარაფშუტობით და გაუტანლობით სახელგანთქმული ერთ-ერთი თავისი კოლეგა (კონსული),რომაელი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი – კვინტუს ცეცილიუს მეტელოს ნეპოტოსი (ძვ.წ.აღ-ით 135-55 წლები).