Monthly Archives: ოქტომბერი 2015

ისააკ ნიუტონი – “ეპიზოდი”

 უდიდეს ინგლისელ ფიზიკოსს,მათემატიკოსსა და ასტრონომს - ისააკ ნიუტონს (1642-1727 წლები) ხშირად უხირდებოდნენ ათეისტები თავისი თეისტური მსოფლმხედველობის გამო.ერთ დღეს,ათეისტთა მორიგი გამოხდომის ჟამს,ერთ-ერთმა ათეისტმა ისააკს ჰკითხა:

ბლეზ პასკალი – “ეპიზოდი”

სიკვდილის სარეცელზე მყოფმა გენიალურმა ფრანგმა მათემატიკოსმა,ფილოსოფოსმა,ფიზიკოსმა და მექანიკოსმა – ბლეზ პასკალმა (1623-1662 წლები),თავის უახლოეს ადამიანებს გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“დამაკვირდი”

 1. “100 წლის რომ გავმხდარიყავი დედა და 100 წელი უცხოეთში დავრჩენილიყავი,შენ რომ შინ მეგულებოდი: ფესვები მაქვს-მეთქი მიწაში,ასე ვიტყოდი…

იური ბუდიაკი – “ეპიზოდი”

იური ბუდიაკი (1879-1942 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ უკრაინელ მწერალს,ჟურნალისტს,საზოგადო მოღვაწესა და სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ მსხვერპლს,რომელიც მონაწილეობას იღებდა ინგლისისა და ბურების ომში 1899-1902 წლებში.

ხორხე ლუის ბორხესი – “ეპიზოდი”

პარიზში,ნორტ-დამზე მიმავალ დიდ არგენტინელ მწერალს,პოეტსა და პუბლიცისტს – ხორხე ლუის ბორხესს (1899-1986 წლები) ერთ-ერთმა გამვლელმა სტუდენტმა მეტად უტაქტოდ მიმართა:

სელმა ლაგერლეფის ტრილოგიიდან – “ლიოვენშოლდების ბეჭედი”

“სურვილს რომ ძალა ჰქონდეს,ხომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა ამქვეყნად.ვინ მოთვლის,რამდენნაირი სურვილები აქვთ ადამიანებს! რამდენი კარგი რამ სურთ მათ საკუთარი თავისთვის! რამდენ ადამიანს სურს აერიდოს ცდუნებას,ავადმყოფობას! რამდენ ადამიანს სურს თავიდან აიცილოს სიკვდილი! იცის,ძალიან კარგად იცის მან,რომ სურვილი არავის ეკრძალება,იმიტომ,რომ სურვილს არავითარი ძალა არა აქვს”.

სერიული მკვლელების შესახებ…

ფილიპ იაბლონსკი - ამერიკელი სერიული მკვლელი.დაუმტკიცდა 5 ადამიანის მკვლელობა და მიესაჯა სიკვდილით დასჯა.დაკითხვის დროს დასმულ შეკითხვაზე,თუ რომელ ისტორიულ პერსონასთან ისურვებდა შეხვედრას სიკვდილით დასჯის შემდეგ,იაბლონსკიმ განაცხადა: “ჯეკ მფატრავთან,ადოლფ ჰიტლერთან და სხვა სერიულ მკვლელებთან”.

კარამბოლა

კარამბოლა – წარმოადგენს ავეროასებრთა სახეობის ორლებნიან მცენარეთა კლასის მარადმწვანე ეგზოტიკურ ხეს,რომლის გავრცელების არეალებია – სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონები,ინდოეთი,ინდონეზია და შრი-ლანკა.

ჯონ ლენონის მკრეხელური განცხადების შესახებ…

1966 წლის 4 მარტს ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის – “ბითლზის” ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა – ჯონ უინსტონ ონო ლენონმა,ლონდონში გამომავალი ყოველდღიური გაზეთის – Evening Standard-ის ჟურნალსტთან საუბრისას შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “ბითლზი ბევრად უფრო პოპულარული გახდა,ვიდრე – იესო ქრისტეა”.გარდა ამისა,ლენონმა ქრისტიანული რელიგიისა და მისი მიმდევრების მიმართაც გაილაშქრა და ქრისტიანებს – ბრიყვები უწოდა.

“დიპლომატიური იმუნიტეტი” – (ეპიზოდი)

დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის არსი მდგომარეობს განსაკუთრებული შეღავათების,უფლებებისა და უპირატესობების ერთობლიობაში,რომელიც ენიჭებათ უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს,მათ პერსონალს და სხვა პირებს (ასევე,დიპლომატების ოჯახის წევრებს).