Monthly Archives: ნოემბერი 2015
კაქტუსი-ოპუნცია – “ეპიზოდი”
1787 წელს ბრაზილიელმა ემიგრანტებმა ავსტრალიის კონტინენტზე შეიტანეს კაქტუსისებრთა ოჯახის მცენარე – ოპუნცია,რომლებიც თავის მხრივ სუკულენტური ბუჩქების,ან იშვიათად,ხეების სახით გვხვდება ბუნებაში.
იცით თუ არა,რომ
1. იაპონური ეროვნული სპორტის სახეობის – “სუმოს” ნებისმიერი დონის სპორტსმენს,”ამომავალი მზის ქვეყანაში” კატეგორიულად ეკრძალება ავტომობილის მართვა.იმ შემთხვევაში,თუკი აღნიშნული წესი დაარღვია სუმოისტმა,მას დისკვალიფიკაცია არ ასცდება.
“ცბიერი მეთოდით მოწამვლა”
აქემენიდების დინასტიის წარმომადგენელი სპარსეთის მეფის – არტაქსერქსე II-ის (ძვ.წ.აღ-ით 445-359 წლები) დედას – პარისატიდასა და მის რიგით პირველ მეუღლეს – სტატირას შორის მეტად დაძაბული ურთიერთობა სუფევდა.
სულისშემძვრელი ფაქტები უკრაინაში გამეფებული შიმშილის შესახებ…
1933 წელი საშინელი შიმშილის წელი იყო საბჭოთა კავშირისათვის,განსაკუთრებით კი საბჭოთა უკრაინისთვის.უკრაინულ ქალაქებში – ხარკოვში,კიევში,სტალინოსა და დნეპროპეტროვსკში – ასიათასობით ადამიანი ერთი პურის გამო მთელი დღის განმავლობაში რიგში იდგა.ხალხი ღამის ორი საათისთვის იკრიბებოდა მაღაზიების წინ,რომლებიც დილის შვიდ საათამდე არ იღებოდა.
ფრაზეოლოგია „სინდისის” შესახებ…
1. „ტანჯვა – დაკითხვაა. არც ერთ მოსამართლეს არ ძალუძს დაკითხოს ადამიანი ისე მოწამეობრივად, როგორც საკუთარ სინდისს”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო
ფილოსემიტიზმი
ფილოსემიტიზმი – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა: Phileo აღნიშნავს – “მიყვარს”,ხოლო Semit – “სხავასხვა ხალხებს”.იგი გახლავთ არაებრაელების მიერ ებრაელი ხალხის,მათი რელიგიისა და ისტორიის მიმართ გამოჩენილი სათანადო დაფასების,სიყვარულისა და დაინტერესების ცნება.
თალეს მილეტელი – “ეპიზოდი”
დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსს,მათამეტიკოსსა და პირველი ძველბერძნული სამეცნიერო-ფილოსოფიური სკოლის (მილეტის სკოლის) ფუძემდებელ – თალეს მილეტელს (ძვ.წ.აღ-ით 624-546 წლები),ძალიან იტაცებდა ვარსკვლავებზე დაკვირვება,რასაც ხშირად აწარმოებდა კიდეც.
შიშალდინი
შიშალდინი - წარმოადგენს აშშ-ის შემადგენლობაში შემავალი ალასკას შტატში მდებარე უნიმაკის კუნძულზე განთავსებულ მოქმედ ვულკანს,რომელიც თავის მხრივ არა მარტო ალეურის კუნძულების უმაღლესი წერტილია,არამედ ამავე კუნძულების ყველაზე აქტიური ვულკანიც გახლავთ.
მადამ დე პომპადური – “ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფის ლუი XV-ს ოფიციალური ფავორიტი ქალი - ჟანა ანტუანეტა პუასონი მარკიზა დე პომპადური (1721-1764 წლები),რომელსაც უდიდესი გავლენა გააჩნდა სახელმწიფოებრივი საქმეების გადაწყვეტაში,ერთობ მრავალი მოსამსახურით იწონებდა თავს.
თომას მორი – “ეპიზოდი”
1535 წლის 6 ივლისს ლონდონში სიკვდილით იქნა დასჯილი დიდი ინგლისელი ჰუმანისტი მწერალი,ფილოსოფოსი და საყოველთაოდ გახმაურებული წიგნის – “უტოპიის” ავტორი – თომას მორი (1478-1535 წლები).მანამდე კი,უკანასკნელ სასამართლო პროცესზე მორს გამოუტანეს უსასტიკესი განაჩენი,რომლის თანახმადაც მის სხეულს დაანაწევრებდნენ და ქალაქის კარიბჭეზე ჩამოკიდებდნენ,ხოლო თავს კი ლონდონის ხიდზე.